საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატის მიერ სამუდამოდ გადასახლებული კოწია ნარაკიძე ირკუტსკის ციხიდან გაათავისუფლეს და მახლობელ სოფელში დაასახლეს.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კატორღამისჯილი ევგენი დვალი სულიერად ავადმყოფი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 25 მაისს წყაროს უბანში ნემსაძის დუქანი გაქურდეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სვირის ყოფილი მამასახლისი, ს. კაპანაძე თბილისის საგუბერნიო ციხიდან ათასი მანეთის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი დვალი საგუბერნიო ციხის პატიმარი იყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 7 ოქტომბერს ალექსანდრე ჯანელიძეს ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში უნდა წაეკითხა ლექცია „ეროვნული შემოქმედება და ეროვნული ბრძოლა“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N27, რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ცნობით, იქმნებოდა მევენახეთა საზოგადოება, რომლის მიზანი იყო ღვინის მწარმოებელთა დახმარება და გასაღების ბაზრის მოპოვება. ამხანაგობის წევრი იქნებოდა ყველა, ვინც საწევროს ფულით ან ღვინით გადაიხდიდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N27) ცნობით, 6 თებერვალს, რვის ნახევარზე, კავკასიის სამეურნეო საწოგადოებს წევრთა კრება დაინიშნა. კრებას უნდა მოესმინა პროცენკოს მოხსენება: „აბრეშუმის მოყვანის გამო იმიერ კასპიის ქვეყნებში“ და ლერისიეს ანგარიში 1886 წლის განმავლობაში აბრეშუმის მოყვანის შესახებ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, 7 თებერვალს, 8 საათზე, ნიკოლოზ აღნიაშვილის გუნდი იოსებ რატილის დირიჟორობით ქართულ თეატრში მესამე კონცერტს გამართავდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N27) ცნობით, კვირას ქართული სათეატრო დასი აკაკი წერეთლის დრამას „თამარ ცბიერი“ და ვოდევილს „ბუტიაობა“ წარმოადგენდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქალაქ თბილისის მცხოვრებთა წუხილი სასმელი წყლის ტარიფის სიძვირის გამო, რომელსაც „მეთულუხეები“ სპონტანურად ადგენდნ. მოქალაქეები ქალაქის საბჭოდან ფიქსირებული თანხის დაწესებას მოითხოვდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 2 თებერვალს მეორე კლასიკურმა გიმნაზიამ პუშკინის გარდაცვალების 50 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა, რომელზეც ანდრო იპოლიტეს ძე ტატიშვილმა წაიკითხა რეფერატი, რა გავლენა მოახდინა პუშკინის თხზულებებმა ქართულ ლიტერატურაზე.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელ თებერვალს მეორედ წარმოადგინესმიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ახალი ოპერა „რუთა“, რომელსაც ძალიან ცოტა ხალხი დაესწრო. სპექტაკლის დასადგმელად 3500 მანეთი დაიხარჯა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, გაზეთ „კავკაზს“ პეტერბურგიდან სწერდნენ, რომ სახელმწიფო სასახლის უწყებამ, რომელმაც კახეთში ვენახები შეიძინა, შამპანურისა და კონიაკის მომზადების შესასწავლად დიკენსონი საზღვარგარეთ გააგზავნა, რათა შემდგომ კახეთში დაბრუნებულიყო და ღვინის წარმოება გაეუმჯობესებინა. (1887-91 წელს ის წინანდლის მარნის პირველი მეღვინე იყო).

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ წერდნენ, რომ გაზაფხულზე თბილისში რუსული დასი ჩამოვიდოდა, რომლის შემადგენლობაშიც მსახიობები: დავიდოვი, მარიუს პეტიპა და მარია სავინა იქნებოდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, თბილისში საპნის ქარხანა გაიხსნა, რომელიც ნედლეულად ნავთლუღის წყაროებიდან ამოღებულ ნივთიერებას გამოიყენებდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს ირაკლი ბაგრატიონმა გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, მისთვის ეცნობებინა, რომელი ქვეყნების სამეფო ოჯახებზე სჭიდებოდა ცნობები.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დ. ს. წერეთელი ქუთაისის გიბერნიის მარშალი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვლადიკავკაზში გაემგზავრა დელეგაცია, რომლის თავმჯდომარეც იყო მამედ ჯაფაროვი, ხოლო საქართველოს ნაციონალური საბჭოდან გაგზავნილი იყო ნაფიცი რწმუნებული იოსებ მაჭავარიანი.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალში“ დომენტი თომაშვილის „სიბრძნე სოლომონისას“ III და IV თავები დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ გვირგვინის კურთხევის დროს ერთგული სამსახურისთვის დიდი მადლობა გადაუხადა დ. ს. წერეთელს და კამერგერობა უბოძა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ხომლელის პირველი წერილი „ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი დრო“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალში“ ვასილ ბარნოვის მოთხრობის „ნუშოს“ XI და XII თავები დაიბეჭდა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 3 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამიჯნაო კომისიის წევრებად დაამტკიცეს ტიტულოვანი მრჩევლები – მერკურიევი და დიმიტრი ყიფიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გორში მომხდარი მიწისძვრის დროს ამილახვრების სახლის ფასადიღა გადარჩა. მიხეილ ერისთავის ოჯახის წევრები კი რამდენიმე ხალიჩით მოწყობილ კარავში აფარებდნენ თავს.