რეგისტრირებული ფაქტები81459
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს გორში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს არსენ კალანდაძესთან შეეძლოთ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ბათუმში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს მათე ნიკოლაძესთან და პავილიონში გერ. კალანდაძესთან შეეძლოთ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ჭიათურაში გაზეთ „კვალის“ გამოწერა მსურველებს თევდორე კიკვაძესთან შეეძლოთ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქუთაისისა და თბილისის წიგნის მაღაზიებში დაიწყო თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის გამოსახულებიანი ფოსტის ფურცლის საქველმოქმედოდ გაყიდვა. მსურველებს შეეძლოთ, ეს ფურცლები ფოსტით მიეღოთ ყვირილიდან მიხეილ ბარამიძისგანაც.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გრაფი ვოლფსკჰეელი იყო სამხედრო სამინისტროს მრჩეველი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ვენიდან თბილისში ჩამოვიდა საქართველოს ელჩი გიორგი მაჩაბელი
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშლობიდან (წინამძღოლობიდან) გადადგა.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ კოლეგიის მრჩეველი მარტინენკო იყო საქართველოს ექიმთა გაერთიანების მეანი.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ 1830 წელს სომხეთის ოლქის უფროსი იყო ვასილ იოსების ძე ბებუთოვი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქუთაისში ჟურნალ „ჯეჯილის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ვასილ ბეჟანეიშვილთან და თომა მთავრიშვილთან, გორში – არსენ კალანდაძესთან, ბათუმში – მათე ნიკოლაძესთან და პავილიონში გერ. კალანდაძესთან, თელავში კი – მიხეილ ცისკარიშვილის აფთიაქში.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ 1824 წელს პოლკოვნიკი მიხინი სოხუმის კომენდანტი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს გურიაში ჩამოყალიბდა სავაჭრო ამხანაგობა „შუამავალი“, 1897 წელს ასეთივე ამხანაგობა გიორგი ჩიჩუას თაოსნობით სამეგრელოშიც დაარსდა.