რეგისტრირებული ფაქტები81476
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს ბესარიონ ალექსის ძე გაბაევს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ქვეშეთის ქუჩაზე მდებარე ორი ქვითკირის სახლი და 300 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ისიდორე გიორგის ძე გაბაევს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ლაზარეთის ქუჩის შესახვევში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 120 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პავლე ივანეს ძე ჯინოშვილს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მიხაილის (მიხეილის) ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 434 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ და თედორე გრიგოლის ძე ივანოვებსა და გიორგი ელიზბარის ძე სულიკოვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში ბალახვანის ქუჩის შესახვევში მდებარე ორსართულიანი სახლი და 70 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე იოსების ძე მღებროვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ივანოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 276 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, ბათუმის სკოლის მასწავლებელი პლატონ წულუკიძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაეყვანა სამუშაოდ, მის ნაცვლად კი ივლიანე გოგოლაშვილი დაენიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, კავკავის სკოლის მასწავლებელი ლუარსაბ ბოცვაძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაეყვანა სამუშაოდ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წელს გრიგოლ ბიბლიანცი მეტეხის სკოლაში გ. წულუკიძის ნაცვლად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაინიშნა, მაგრამ მან განაცხადა, რომ ქართული კaრგად არ იცოდა, ამიტომ ვერ შეძლებდა მის სწავლებას.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დომინიკა ნიკოლოზის ასულ ჯიმშეროვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში გიმნაზიის ქუჩაზე მდებარე ქვითკირის ორი სახლი: ერთი – ორსართულიანი, მეორე – ერთსართულიანი და 241 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თომა პავლეს ძე მურადოვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ბალახვანის ქუჩაზე მდებარე ორი სახლი ერთი – ქვითკირის, მეორე – ხისა და 422 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბესარიონ მიზარბეგის ძე მდივანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მესხეთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი სახლი და 1575 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოფიო როსტომის ასულ მეფისოვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ლევაშოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 210 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსი არტემის ძე პოლოლიკოვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში გაგარინის ქუჩის შესახვევში მდებარე ორი სახლი ერთი – ორსართულიანი, მეორე – ერთსართულიანი ქვითკირის და 145 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსი სიმონის ძე ფეიქაროვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მესხეთის ქუჩის შესახვევში მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 133 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ ნინო ივანეს ასულ ოძელოვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა თბილისში ოლგას ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი ქვითკირის სახლი და 200 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ელისაბედ სიმონის ასულ ჩარექოვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში გეგუთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები სარდაფით და 103,5 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი და დიმიტრი ექვთიმეს ძე წერეთელსა და ვასილ სიმონის ძე წერეთელს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში ბაღის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, 4 დესეტინა და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.