საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81551

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით უნდა შემოწმებულიყო მაღაზიის ქონება და წიგნთა საწყობები. შემოწმება შიო დედაბრიშვილს მიენდო. ის ჰონორარის სახით დღეში 15 მანეთს მიიღებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილმა საზოგადოებას წარმოუდგინა 105 სხვადასხვა წიგნის სია, რომელსაც ის საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმს სწირავდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა თხოვნა, რომ საზოგადოების ყველა გამოცემა მხოლოდ ამ კავშირის ბიუროსთვის გაეგზავნათ. აღნიშნული კავშირი აპირებდა საზოგადოების გამოცემების მონოპოლიას. გამგეობამ საკითხის გადაწყვეტა საზოგადო კრების დაუკითხავად არ ისურვა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მაღაზიისა და კანცელარიის მომსახურეთა თხოვნა ანაზღაურების 50%-ით გაზრდის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით თითოეულ მომსახურეს უნდა მომატებოდა თვეში 150 მანეთი. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „ჯეჯილის“ რედაქტორის ანასტასია წერეთლის მოხსენება: ის საზოგადოებას გამოსაცემად უთმობდა გ. წერეთლის თხზულებებს – „ჩვენი ძველი გმირები“ და „ლომკაცი“. გამგეობის გადაწყვეტილებით საკითხის მოგვარება წიგნების გამომცემელ სექციას მიენდო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ჭიჩოელის სტატია, რომ ასახოელებთან დაპირისპირების შემდეგ გიორგი ჯორჯაძემ ლეკებს ჩამოართვა 4600 სული ცხვარი, რომლებიც მათ კახელებს მოპარეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 16 ივლისს ნაკაშიძის ხელმძღვანელობით ქართველებისა და რუსების ჯარი დაუპირისპირდა ასახოში მცხოვრებ დიდოელებს, რადგან მათ დამორჩილებაზე უარი განაცხადეს. დაპირისპირების დროს უამრავი დიდოელი დაიღუპა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა იოსებ ნიკოლოზის ძე ბუჟღულაშვილმა აღიარა, რომ ის იმყოფებოდა სოფელ მეჯვრისხევის კანცელარიაში, რათა კარალეთში წასასვლელად მიეღო საშვი. მან დაინახა, რომ კანცელარიაში უფროსობდა გეურქა მიხეილის ძე შახნაზაროვი, ტელეფონთან იჯდა კოტე ივანეს ძე ურიგაშვილი, კოოპერატივის თოფით შეიარაღებულები დადიოდნენ იოსებ (ია) მიხეილის ძე ბუჯიაშვილი და კარაპეტ ზაქარიას ძე მეჩითოვი, რამან თედოს ძე დალაქიშვილი კი მისდევდა მღვდელ კასრაძეს და მას იცავდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა გიგა თეოდორეს ძე დარჩიაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს ბოლშევიკების შტაბში ყოფნის დროს, როცა ლადო ფსიტიძეს დასახვრეტად უნდა გაეყვანა დაჭერილები, დაიწყო ზარბაზნების სროლა, რის შემდეგაც შტაბში დააბრუნეს ხალხი, ხოლო თავად ლადო ფსიტიძე, ვანო და ნიკა ათულაშვილები, გეურქა შახნაზაროვი და პატია კოჭლაშვილი გაიქცნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა გიგა თეოდორეს ძე დარჩიაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს ბოლშევიკების შტაბში ყოფნის დროს ლადო ფსიტიძემ დაჭერილები დასახვრეტად გაიყვანა. იქვე იყო ზოგი ოსი, ზოგი – ქართველი, რომლებიც დარჩიაშვილმა ვერ იცნო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა გიგა თეოდორეს ძე დარჩიაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბრის საღამოს გორიდან წამოსვლისას აბრამა უმეკაშვილთან ერთად ნახა გიგუცა მექვაბიშვილიც, რომელმაც უთხრა, რომ მასთან ერთად მისი ცოლიც მოსაკლავი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 16 ივლისს ნაკაშიძის ხელმძღვანელობით ჯარი გაემგზავრა ასახოსაკენ დიდოელების დასამორჩილებლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა გიგა თეოდორეს ძე დარჩიაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბრის საღამოს გორიდან წამოსვლისას 8 საათზე გზაში დაიჭირა აბრამა უმეკაშვილმა და უთხრა მოსაკლავი იყო გორში გაპარვისა და ამბის წაღების გამო.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 27 სექტმბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის 1830 წლის 4 სექტემბრის უმაღლესი განკარგულება სამთავრობო სენატისადმი, რომელიც ეხებოდა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის კავკასიის რეგიონში გამგზავრებას, იქ გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღმოსაფხვრელად.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 9 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ბრძანებულება, რომელიც გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიშის შემდეგ. ზაკრევსკის ანგარიში ეხებოდა კავკასიის ოლქებში, ასტრახანის, სარატოვისა და ორენბურგის გუბერნიებსა და დონის მიწაზე გავრცელებულ ქოლერის ეპიდემიას. იმპერატორის ბრძანებულების თანახმად, ავადმყოფობის გავრცელების ტერიტორიაზე უნდა შეჩერებულიყო ოთხმოცდამეთხუთმეტე რეკრუტის ფორმირება იმ დრომდე, სანამ ეპიდემია საბოლოოდ არ აღმოიფხვრებოდა.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი რესკრიპტი. დოკუმენტის თანახმად, გადაწყდა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ამიერკავკასიაში გამგზავრება იქ გავრცელებულ ქოლერასთან საბრძოლველად. ეპიდემიის აღმოფხვრის შემდგომ ზაკრევსკის უნდა გამოეთხოვა იმპერატორის ნებართვა მისი სანქტ-პეტერბურგსა და შინაგან საქმეთა თანამდებობაზე დაბრუნების თაობაზე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი რესკრიპტი. დოკუმენტის თანახმად, გადაწყდა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ამიერკავკასიაში გამგზავრება იქ გავრცელებულ ქოლერასთან საბრძოლველად. ზაკრევსკის ყოველკვირეულად უნდა მოეხსენებინა პირადად იმპერატორისათვის ეპიდემიის ადგილებში მოვლენების განვითარების შესახებ.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ 1830 წელს, კავკასიის ტერიტორიაზე ქოლერის ეპიდემიის გავრცელების დროს საქართველოში იმყოფებოდნენ სენატორები: ევგრაფი ილიას ძე მეჩნიკოვი და პავლე ივანეს ძე ქუთაისოვი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი რესკრიპტი, რომელიც გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის. დოკუმენტის თანახმად, გადაწყდა ზაკრევსკის ამიერკავკასიაში გამგზავრება იქ გავრცელებულ ქოლერასთან საბრძოლველად. ამასთან ერთად, ხელისუფლება ავალდებულებდა გენერალ-ფელდმარშალ პასკევიჩ-ერევანსკის, ყველანაირად ხელი შეეწყო ზაკრევსკისათვის ამიერკავკასიის პროვინციებში გავრცელებული ეპიდემიის აღმოფხვრის საქმეში.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი რესკრიპტი, დოკუმენტის თანახმად, გადაწყდა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ამიერკავკასიაში გამგზავრება იქ გავრცელებულ ქოლერასთან საბრძოლველად. რესკრიპტი ავალდებულებდა ზაკრევსკის, გაეცა შესაბამისი მითითებები სამოქალაქო გუბერნატორებისათვის ქოლერის გავრცელების ტერიტორიაზე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 სექტემბრის გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი რესკრიპტი, რომელიც გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის. დოკუმენტის თანახმად, გადაწყდა ზაკრევსკის ამიერკავკასიაში გამგზავრება იქ გავრცელებულ ქოლერასთან საბრძოლველად. ამასთან ერთად, ხელისუფლება ავალდებულებდა ყველა სახმელეთო და საზღვაო ხელმძღვანელს ქოლერის გავრცელების ტერიტორიაზე ზაკრევსკის მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებას.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I 1830 წლის 4 სექტემბრის უმაღლესი რესკრიპტი, რომელიც გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის. დოკუმენტის თანახმად, იმ წლის ივნისის პირველ ნახევარში იმპერიის სპარსეთთან მოსაზღვრე პროვინციებში გაჩნდა ეპიდემია, რომელიც ცნობილი იყო სახელწოდებით ქოლერა მორბუს. ამის შემდეგ ქოლერა გავრცელებულა ამიერ და იმიერ კავკასიაში, ასტრახანის, ორენბურგისა და სარატოვის გუბერნიებში და დონის მიწაზე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის 1830 წლის 4 სექტემბრის უმაღლესი რესკრიპტი, რომელიც გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის. დოკუმენტის თანახმად, ზაკრევსკის ენიჭებოდა უფლებები, ეხელმძღვანელა ცენტრალური კომისიისათვის, რომელიც უნდა შექმნილიყო ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის 1830 წლის 4 სექტემბრის უმაღლესი რესკრიპტი კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის აღმოსაფხვრელად მისაღები ზომების შესახებ.