რეგისტრირებული ფაქტები86753
სორტირება თარიღი მზარდობით
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის თავადაზნაურთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პრაპორშჩიკმა სიკო ზურაბის ძე ლორთქიფანიძემ.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 27 მაისს შორაპნის მაზრიდან შტაბს-როტმისტრმა ალექსანდრე გრიგორის ძე წერეთელმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 27 მაისს შორაპნის მაზრიდან კაპიტანმა გიორგი სიმონის ძე წერეთელმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 27 მაისს პრაპორშჩიკმა როსტომ დავითის ძე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში, რაჭის მაზრიდან მონაწილეობა მიიღო პრაპორშჩიკმა გიორგი მეთოდეს ძე ერისთავმა, რომელიც რაჭის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 5 ივნისს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა ალექსანდრე გაგარინმა წერილი გაუგზავნა კავკასიის მეფისნაცვლ მიხეილ ვორონცოვს ქუთაისის გუბერნიაში 27 მაისს ჩატარებული თავად-აზნაურთა არჩევნების შესახებ.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 5 ივნისს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა ალექსანდრე გაგარინმა წერილი გაუგზავნა კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვს ქუთაისის გუბერნიაში 27 მაისს ჩატარებული თავად-აზნაურთა არჩევნების შესახებ.
1852
ტიპი: თანამდებობა
1852 წლის 15 ივნისს დანიელ ახვლედიანი მღვდლად აკურთხეს და მარტვილის ეკლესიაში გაამწესეს.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 20 ივნისს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა ბორჯომიდან წერილი გაუგზავნა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორ ალექსანდრე გაგარინს 1852 წლის 27 მაისს ჩატარებული ქუთაისის თავად-აზნაურთა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
1852
ტიპი: გარდაცვალება
1852 წლის 8 ივლისს სოფ. მანდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოვანე ლაბაძე გარდაიცვალა.
1852
ტიპი: გარდაცვალება
1852 წლის 14 ივლისს ხარაგაულში მიროწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იოსებ ნიკოლოზის ძე დევდარიანი გარდაიცვალა.
1852
ტიპი: გარდაცვალება
1852 წლის 30 აგვისტოს უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იესე მახარობელას ძე ჯანელიძე გარდაიცვალა.
1852
ტიპი: გარდაცვალება
1852 წლის 18 სექტემბერს ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი თამაზის (თომას) ძე ორჯონიკიძე გარდაიცვალა.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წლის 5 ნოემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულება საქართველოს საეკლესიო მიწების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.
1852
ტიპი: თანამდებობა
1852 წლის 11 დეკემბერს ნიკოლოზ ნიჟარაძე რაჭის საეკლესიო მამულების გამგედ დანიშნეს.
1852
ტიპი: თანამდებობა
1852 წლის 11 დეკემბერს ნიკოლოზ ნიჟარაძე ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.
1852
ტიპი: გარდაცვალება
1852 წლის 13 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის მამა გრიგოლ ჭავჭავაძე ყვარლის სასაფლაოზე მეუღლის, მარიამ ბებურიშვილ-ჭავჭავაძის გვერდით დაკრძალეს.
1852
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1852 წლის 25 დეკემბერს თელავთან, კურდღელაურში დაიბადა ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი.
1852
ტიპი: ავტორობა
1852 წლის 31 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის მამიდამ, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ თხოვნით მიმართა თელავის მაზრის უფროს რამაზ ანდრონიკაშვილს, რომ თბილისის სამხედრო გუბერნატორ და სამოქალაქო საქმეთა მმართველ ივანე ანდრონიკაშვილთან ეშუამდგომლა, თავისი ძმის, გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების, ილიასა და თეიმურაზის, სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით.

