რეგისტრირებული ფაქტები88875
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა კავკავის სკოლის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილება მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცდენების აღნუსხვის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობამ საპატიო წევრ გიორგი ქართველიშვილის მიერ შემოწირული „ვეფხისტყაოსნისა“ და ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ისტორიის“ გაყიდვიდან შემოსული 1351 მანეთიდან, მისივე სურვილის თანახმად, ნახევარი თანხა – 675 მან. 50 კაპ. ჩათვალა შემოწირულობად და ნახევარი თანხა დაუბრუნა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების საპატიო წევრ გიორგი ქართველიშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ გამგეობას მის სიცოცხლეშივე დაეარსებინა სტამბა მისგან შემოწირული წიგნების ფულით. გამგეობამ დაადგინა, საკითხი განეხილათ თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძისა და ქართველიშვილის თანდასწრებით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დასახარჯი თანხის ანგარიში, სულ 106 მან. 98 კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხის ანგარიში, სულ 20 მან. 40 კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თხოვნით მიმართა საცენზურო კომიტეტს ალექსანდრე პუშკინის თხზულებათა დაბეჭდვაზე ნებართვის მისაღებად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 მარტს ილია ჭავჭავაძემ ცენზურისგან ნებართვა მიიღო ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ ცალკე წიგნად გამოცემაზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 28 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის პირველი თანრიგის მსესხებელთა კრებაზე რწმუნებულად აირჩეს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 1-ელ აპრილს რეტუშორმა ნიკა ფიცხელაურმა ფოტოსახელოსნოში მუშაობას თავი დაანება.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის აპრილში ლუკა ანტონის ძე ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა 28 მარტს გამართული სცენისმოყვარეთა წარმოდგენის შემოსავალი – 70 მანეთი.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 4 აპრილს გაზეთ „კვალში“ ს. გ-ძე-ს ხელმოწერით გამოქვეყნდა ყაზანის უნივერსიტეტის სტუდენტ სერგო გორგაძის ღია წერილი „ბ. „ვარ“-ისადმი“, რომელიც ეძღვნებოდა იპოლიტე ვართაგავას მიერ გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ სტატიას „ნიმუში „კვალისტების“ რიხიანობა-ამპარტავნება-ფანატიკოსობისა“.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინე თავართქილაძის თხოვნა წიგნებისთვის ავანსის სახით 100 მანეთის მიცემის შესახებ.

