საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი იანვრისათვის საბუელ-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წმინდა მოგება 120 მანეთი და 95 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი იანვრისათვის საბუელ-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას ნაღდი ფულის სახით 61 მანეთი და 75 კაპიკი ჰქონდა გასესხებული. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ელი იანვრისათვის საბუე-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას თბილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოებაში საწევრო თანხა 100 მანეთი ჰქონდა გადახდილი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრისათვის საბუე-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას გასესხებული ჰქონდა 2205 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ლი იანვარისათვის საბუელ-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე წევრთა მიერ გადახდილი საწევროს სახით 1245 მანეთი და 80 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრისათვის საბუე-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას 1000 მანეთი ჰქონდა სესხად აღებული. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა საბუელ-ენისელის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიში, რომელსაც ხელს აწერენ: ნიკო კონჭოშვილი, მაკარ სტეფანოვი და ივანე როსტომოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერის „მგზავრის წერილები სვანეთზე“ მეოთხე ნაწილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ფავლენოვს მიანიჭეს „გუბერნსკი სეკრეტრის“ წოდება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯავახიშვილის პუბლიცისტური წერილი „შეუდარებელი ქვეყანა“.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი ცერცვაძის ცნობით, 1881 წლის 22 ნოემბრისთვის სოფელ კირცხის სკოლაში სწავლობდა 40 მოსწავლე, მათგან სამი მეოთხედი ძალიან ღარიბი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავში მოღვაწე სასულიერო პირმა სოლომონ ფირანოვმა სარჩელი შეიტანა ალექსანდრე ვახვახიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც შეურაცხყოფასა და ეკლესიაში ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ხელის შეშლაში სდებდა ბრალს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 23 ივლისს სურამში დაჭრილების მოსანახულებლად ჩავიდა სომხეთის არქიეპისკოპოსი გაბრიელ აივაზოვსკი.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით გაბრიელ კონსტანტინეს ძე აივაზოვსკი სომხეთის არქიეპისკოპოსი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოლომონ ბავრელის სტატია, რომლის ინფორმაციით სურამში ააშენეს ხის ფიცრულები, სადაც ომში დაჭრილ ადამიანებს მკურნალობდნენ მოსკოვიდან ჩამოყვანილი ექთნები. ეს ფიცრულები ააშენეს მოსკოვის აზნაურებისა და საქართველოს მთავრობის ხარჯით.

1877

ტიპი: ღონისძიება

 1877 წლის 8 აგვისტოს გოლოვინის პროსპექტზე იწვოდა შიოევის სახლები და დუქნები.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერი „მგზავრის წერილები სვანეთზე“, მესამე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“ ჭანეთის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“ ტაოს-კარის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ნოემბერს სოფელ ბაჯის სასწავლებლის მასწავლებელმა ე. ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისათვის საჭირო იყო: „როდნოე სლოვო“ 1-ლი და მე-2 ნაწილი, ძველი და ახალი აღთქმის ისტორიის წიგნები, „ლოცვების ახსნა“, ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანების კრებული“, „დედა ენა“ და „ბუნების კარი“, თითოეული აღნიშნული სახელმძღვანელოს ღარიბთათვის დასარიგებლად გამგეობას უნდა გამოეგზავნა 6-6 ეგზემპლარი, ასევე სხვა სასწავლო ნივთები: ასპიდის დაფები, კუთხედი სახაზავები, კალმები, გრიფელები, საწერი ქაღალდი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ანგარიშზე ბანკის მმართველობისა და ჯამაგირისთვის 10 060 მანეთი და 71 კაპიკი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ჩხირაულის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ ბრეგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სკოლისთვის აუცილებელი და საჭირო იყო: ჯუღელის წერის დედანი, გოგებაშვილის „დედა ენა“, ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანების კრებული,“ პირველი ნაწილი. ღარიბ მოსწავლეთათვის საჭირო იყო 6 ცალი „დედა ენა“, 2 ცალი „არითმეტიკის კრებული“, 5 ცალი წერის დედანი, 3 ასპიდის დაფა, 1 დუჟინი გრიფელი, ერთი დუჟინი ფანქარი და რამოდენიმე დუჟინი რკინის კალამი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის მარტში სოფელ ლანჩხუთის სასწავლებლის მასწავლებელმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მიიღო შემდეგი წიგნები და სასწავლო ნივთები: „დედა ენა“ – 15, „ბუნების კარი“ – 5, დედანი – 15, ასპიდის დაფა – 15. შემოწირული წიგნები და ნივთები დაურიგდათ ღარიბ მოსწავლეებს, რომელთაც არ ჰქონდათ ყიდვის საშუალება.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის მარტში სოფ. ლანჩხუთის სასწავლებლის პედაგოგმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სკოლის ბიბლიოთეკისთვის მიიღო ახალი აღთქმის, „დავითნის“, „არითმეტიკული გამოცანების“, ორბელიანის ლექსების „დარიგება მასწავლებელთათვის“, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, ბარათაშვილის ლექსების, „მირიან მეფე და წმინდა ნინოს“ თითო-თითო ეგზემპლარი, მიღებისთანავე აღრიცხა სკოლის კატალოგში როგორც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოწირულობა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს ბაღდათის სკოლის მასწავლებელმა ნიკიფორე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო „თვალსაჩინო სწავლის“ სახელმძღვანელო რუსულ ენაზე, სრული ქართული ლოცვების წიგნი, წელიწადის დროთა სურათები, ბუნების მოვლენების აღწერა რუსულ ენაზე, ნახევარსფეროების რუკა.