რეგისტრირებული ფაქტები81763
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის ივნისში მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ბაღდათის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის მიიღო და აღრიცხა შემდეგი წიგნები: „დედა ენა“ – 22 ეგზემპლარი, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2, „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 2, კრილოვის „იგავ-არაკნი“ – 2, რ. ერისთავის „იგავ-არაკნი“ – 1, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება – 2.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ მარნის სკოლის მასწავლებელი იასონ კაპანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობებს, რომ სჭირდებათ შემდეგი წიგნები: „დედა ენა“ – 18 ცალი, „ბუნების კარი“ – 10, კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო – 20, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი – 20, „როდნოე სლოვო“ II ნაწილი – 10, ნივთები: 30 ფანქარი, 1 კოლოფი კალმები, 30 კალმისტარი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 19 ნოემბერს მასწავლებელმა ნოე ონისიმეს ძე ორაგველიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო: 15 ეგზემპლარი „დედა ენა“, 10 ეგზემპლარამდე „ბუნების კარი“, 12 ეგზემპლარი „როდნოე სლოვო“ I ნაწილი, 11 ეგზემპლარი II ნაწილი, 13 ეგზემპლარი დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“ (ქართულად), 12 ეგზემპლარი „მოლიტვენიკი“, ანუ ახსნა ლოცვებისა, 8 ეგზემპლარი არითმეტიკის კრებული I ნაწილი, 10 ეგზემპლარი კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 15 დაფა, განსაკუთრებით ესაჭიროებოდათ რუსულ-ქართული ლექსიკონი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ კონდოლის მასწავლებელმა რაჟდენ თარხანოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ გამგეობისგან გამოგზავნილი წიგნები და ნივთების ნაწილი დაურიგა მოსწავლეებს, რომელთაც ხელი მოაწერეს აღრიცხვის ჟურნალში, ზოგი კი დაცული იყო სკოლის ბიბლიოთეკაში და აღრიცხული ბიბლიოთეკის კატალოგში, აგრეთვე ბიბლიოთეკაში ინახებოდა და თავისუფალ დროს მოსწავლეები სარგებლობდნენ თავისუფალ საკითხავად 19 ეგზემპლარ სხვადასხვა წიგნს.
1880
ტიპი: ავტორობა
მასწავლებელ რაჟდენ თარხანოვის ცნობით, 1880 წლის 28 თებერვალს სოფელ კონდოლის სკოლაში მისმა წინამორბედმა მასწავლებელმა მიიღო: 10 ეგზემპლარი „დედა ენა“, 8 ცალი „ბუნების კარი“, 12 ცალი რუსული ენის სახელმძღვანელო შედგენილი კალანდარიშვილისგან, 12 ცალი „იგავ-არაკნი“, 12 ცალი ქართული წერის დედანი, 10 ასპიდის დაფა, 16 კალმისტარი, 24 ფანქარი, 6 ცარცი, თეთრი და შავი ქაღალდი.