საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81813

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 14 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ისაია ტერ-დავითოვს გორის დეპუტატებმა მოტყუებით გამოართვეს 400 მანეთი ვითომდა ქალაქის გასანათებლად, სამაგიეროდ კი სახლების თავის ნებაზე აშენების უფლება დართეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერი „მგზავრის წერილები სვანეთზე“.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 27 ივნისს გენერალ ლორის-მელიქოვის წინამძღოლობით ქართველთა და რუსთა გაერთიანებული რაზმი ზაიმისკენ დაიძრა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ მამასახლისები კანონით აკრძალვის მიუხედავად ფიზიკურად უსწორდებოდნენ გლეხებს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თელავის მაზრის მამასახლისმა მათრახით სცემა ერთი ღარიბი გლეხი, რომელსაც ჯარში წასასვლელად თოფი არ ჰქონდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ როდესაც ჯარის შესაკრებად ხალხს ითხოვდა მთავრობა, თელავის მაზრის მამასახლისი უმეტესად იმ კაცებს გზავნიდა, რომლების ჯავრიც სჭირდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ექვთიმე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა სამართლის წიგნი „სამსჯავრო წესდებანი 20 ნოემბრის 1864 წლისა“ ქართულ ენაზე, თარგმნილი ნიკოლოზ სიმონის ძე გამრეკელოვის მიერ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 21 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში – ფარნაოზ ნათიევის მაღაზიაში, ქუთაისში – ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას იყიდება შემდეგი წიგნები: ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 6 ივნისს გენერალ ლორის-მელიქოვის წინამძღოლობით ქართველთა ჯარსა და ოსმალებს შორის გაიმართა ბრძოლა, რომლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 4 ქართველი ოფიცერი.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 18 მაისს კოდორთან აფხაზებსა და ქართველებს შორის მომხადრი დაპირისპირების დროს პოდპოლკოვნიკი მიქელაძე მოუკლავთ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 30 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“, რომელშიც საუბარია შავშეთზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“, რომელშიც საუბარია აჭარაზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 30 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის ლექსი „ხმა ლოპიანას საფლავიდან“.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე თბილისის საურთიერთო ბანკში შეიტანა საწევრო თანხა 100 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ერთ-ერთი ცხოვრებისეული ისტორია სათაურით „ხათაბალა“. ისტორიის ავტორის ფსევდონიმია „ანჩისხატისუბნელი“.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე თბილისის საურთიერთო ბანკში შეიტანა მეორე სესხის სარგებელი 25 მანეთი და 83 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე თბილისის საურთიერთო ბანკს დაუბრუნა პირველი სესხი 500 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სალაროში 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე 1 მანეთისა და 5 კაპიკის ღირებულების ვექილის ქაღალდი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე ამხანაგისგან მეორეჯერ ისესხა 500 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 29 მაისამდე ამხანაგისგან ისესხა 433 მანეთი და 40 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ: გრიგოლ ბილანოვი, ნახუცრიშვილი, სოლომონ გოდერძიშვილი, ავეტიქ არუთინოვი, ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალფონს დოდეს მოთხრობა „მედროშე“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის დეკემბერში ლუკა აპოლონის ძე სურგულაძე გარდაიცვალა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის პირუტყვთა მკურნალის შეინ-ფოგელის განცხადება ქალაქში გავრცელებული საქონლის თურქული სენის შესახებ.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვასილ პეტრიაშვილი ოდესაში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი პროფესორი იყო.