საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წლის 23 ივლისს ღადიშის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი ლუკა სიმონის ძე გვენცაძე გარდაიცვალა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 ივლისს გაზეთმა „ივერიამ“ გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძის მიერ გერმანიიდან გამოგზავნილი დეპეშა, რომლითაც ის მადლობას უხდიდა ყველას, ვინც სახელობის დღე მიულოცა.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პეტრე ბესარიონის ძე ბახტურიძე დაიბადა 1900 წლის 7 აგვისტოს ქუთაისში, ხელოსნის ოჯახში.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 16 აგვისტოს რომში ჟურნალ „ლა ნოვა ანტოლოჯიაში“ დოქტორმა გულიელმო პასილიმ გამოაქვეყნა წერილი კავკასიაში მოგზაურობის შესახებ. სტატიაში საუბარია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე, ასევე დაბეჭდილია მისი სურათი ავტოგრაფით.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 19 აგვისტოს კარლოვი-ვარიდან ილია ჭავჭავაძემ ნიკო ცხვედაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც დაწვრილებით შეატყობინა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ექიმ ერნსტ ლეიდენისგან მიღებული რჩევა-დარიგებები.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 20 აგვისტოს ალექსანდრე გარსევანიშვილი მისივე თხოვნით ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1900

ტიპი: განათლება

1900 წლის 1 სექტემბრიდან გალაკტიონ ტაბიძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პირველ მოსამზადებელ კლასში ჩაირიცხა.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლის 2 სექტემბრის შემდეგ ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად ერთი კვირით ქალაქ ვენაში გაჩერდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ რომიდან დოქტორ გულიელმო პასილის წერილი მიიღო. იტალიელი მეცნიერი მას კავკასიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ჟურნალ „ლა ნოვა ანტოლოჯიაში“ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ ატყობინებდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 15 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე საზღვარგარეთ ორთვიანი მკურნალობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 21 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ ისაკა უნდილაშვილს დროებით სარგებლობაში მისცა საძოვარი საგურამოში და გაუფორმა ხელწერილი, რომელშიც მითითებული იყო საფასური.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის სექტემბრის ბოლოს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსები, ნაწყვეტები მოთხრობებიდან და პოემებიდან.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 11 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ინგლისის სამეფო აზიის შემსწავლელი საზოგადოების ჟურნალში გამოქვეყნებული ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ უილიამ მორფილის მიერ ქართული ლიტერატურის შესახებ წერილის თარგმანი. წერილში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წლის 13 ოქტომბერს სოფ. ბაშის სულიწმინდის გარდამოსვლის ეკლესიის მღვდელი ანტონ გაბრიელის ძე გოგავა გარდაიცვალა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 14 ოქტომბერს თბილისის გიმნაზიის (რომელიც შემდეგ უნივერსიტეტად გადაკეთდა) საძირკველი საღვთო სჯულის მასწავლებელმა კალისტრატე ცინცაძემ აკურთხა.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა დეპეშით განკურნება მიულოცა თელავის მაზრის თავად-აზნაურთა სახელით.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სილოვან ხუნდაძის მიერ საზოგადოების მე-3 წიგნაკის დაკარგვის საკითხი განიხილა. ხუნდაძეს ახალი წიგნაკი 1901 წლის 23 ოქტომბერს გაუგზავნეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძე და რაფიელ ერისთავი მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებათმეცნიერების, ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის საზოგადოების წევრებად აირჩიეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს იოსებ ოცხელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის 1901-1902 წლების გაკვეთილების ცხრილი გაუგზავნა.