რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის სამეურნეო ამხანაგობის დეპოს მმართველის, თავად ვასილ ედიშერის ძე ბაგრატიონ-დავითაშვილის თხოვნა, რომ გამგეობას დეპოსთვის ნისიად გაეგზავნა საზოგადოებისა და სხვათა გამოცემული წიგნები.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ფოტოგრაფ ვასილ როინაშვილის მოხსენება, რომ 1-ელი თებერვლიდან თანაშემწედ მოიწვია ფოტოგრაფი ტარას სვიმონის ძე მომცელიძე, ხოლო რეტუშორმა ნიკა ფიცხელაურმა თავი დაანება სამსახურს. გამგეობამ დაამტკიცა მომცელიძე, ფიცხელაურის ადგილი დატოვა დროებით თავისუფლად. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბაქოში ქართული საზოგადოების სასარგებლოდ გამართული საღამოს საორგანიზაციო კომიტეტის წერილი, რომელსაც ერთვოდა საღამოს შემოსავალი – 366. 35 მანეთი. გამგეობის გადაწყვეტილებით საღამოს ორგანიზატორებისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ წერილობით და გაზეთით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ივანე რატიშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის 1898 წლის 7 ივნისის ანგარიშის შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში მიხეილ გაჩეჩილაძისთვის 17. 42 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა საგამოფენო კომიტეტის თხოვნა, რომელსაც პარიზის მსოფლიო გამოფენაზე უნდა გაეტანა საქართველოს განყოფილება. კომიტეტს სურდა, გამგეობას რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე ეთარგმნა საზოგადოების წიგნსაცავის და მუზეუმის კატალოგები და გადაეცა დასაბეჭდად. საკითხის განხილვა გადაიდო შემდეგი სხდომისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-12 აპრილის შემოსავალი იყო 158 მან. 36 კაპ., ხარჯი – 364 მან. 72 კაპ. საზოგადოებას ჰქონდა სულ 18 927 მან. 71 კაპ. – და სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში კონსტანტინე თავართქილაძისთვის 20 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ მღვდელ ვასილ კარბელაშვილს მიხეილის საავადმყოფოს წიგნსაცავისთვის გაგზავნოდა საზოგადოების გამოცემათა თითო ეგზემპლარი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების აგენტის, ლუკა ანტონის ძე ჯავახიშვილისთვის მადლობის გამოცხადება გადაწყვიტეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის 54. 90 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ზაალის ძე ბადრიძისთვის წიგნების დასაკაზმად 1. 5 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია ეგნეტეს ძე ჭიჭინაძისთვის წიგნების თანხის – 20 მანეთის გადაცემის შესახებ.

