საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81817

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი გიორგი ქართველიშვილი გარდაიცვალა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ანასტასია წერეთელი თბილისის I და II სახალხო სამკითხველოების გამგე იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 13 ნოემბერს ბესარიონ ჩომახიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს ხელმძღვანელად დანიშვნაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ფარნა კუხალეიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გორის მაზრის მოსახლეობამ საზოგადოებას ახალქალაქში სამკითხველოს გახსნა სთხოვა. შუამდგომლობა ნიკოლოზ ცხვედაძემ განიხილა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს იოსებ ჟღენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს მღვდელი არსენ სოფრომის ძე თოხაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს გიორგი თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქართული კერძო გიმნაზიის გამგე იყო ექვთიმე თაყაიშვილი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქართული კერძო გიმნაზიის კომიტეტის წევრი იყო სპირიდონ ვირსალაძე.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქართული გიმნაზიის კომიტეტის თავმჯდომარე იყო მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სეით იაშვილმა ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა გიმნაზიაში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მარგანეცის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩი მონაწილეობდა პეტერბურგში გამართულ სატარიფო კომიტეტის სხდომებში. მათზე განიხილავდენენ მარგანეცის მრეწველთა კრების თხოვნას ტარიფის შემცირების შესახებ, რადგან მარგანეცის მწარმოებელთათვის ძნელი იყო მაშინდელი ტარიფის (ფუთი 7 კაპიკი) გადახდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ალექსანდრე ჯიშკარიანი ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გაზეთ „კვალის“ რედაქცია, რომლის რედაქტორი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა იყო, თეატრის ქუჩაზე, არტაზოვის შენობის №12-ში, კადეტთა კორპუსის გვერდით გადავიდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გაზეთ „კვალის“ ნომრები კ. მარტიროსიანცის სტამბაში იბეჭდებოდა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს კ. მარტიროსიანცის სტამბა ვანის დიდ ქუჩაზე მდებარეობდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის ზაფხულში ჭიათურაში გაიხსნა ტექნიკური კურსები, რომელსაც მარკოვსკი ხელმძღვანელობდა. მარკოვსკის ხელფასს შავი ქვის მრეწველთა საბჭო უხდიდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნ. ვ. შახოვსკოი რევიზიას უტარებდა რუსეთის იმპერიის პროვინციის საცენზურო კომიტეტებს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ნ. ვ. შახოვსკოი ბეჭდვითი საქმის უმთავრესი სამმართველოს უფროსი იყო.