რეგისტრირებული ფაქტები88875
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ხელთუბნის სკოლის მასწავლებელმა თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სკოლის ბაღის ღობე დაზიანდა და მის აღდგენას სჭირდებოდა ორი ურემი ფიჩხი და ერთი ურემი ძეძვი 9 მანეთის ღირებულებისა. ასევე საკლასო ოთახის ფანჯრებს აკლდა შუშები, რომელთაგან 10 დიდი შუშა მან თავისი ხარჯით ჩასვა და 4 პატარა შუშა დარჩა, სულ 5 მანეთისა. ის ამ თანხის გაგზავნას ითხოვდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი თხზულებების ჰონორარიდან ყოველთვიურად 10 მანეთი ანტონ გოგიაშვილისთვის მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა 300 მანეთი, რომელიც ეკუთვნოდა „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ ყდაში ჩასმისთვის.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლის გამგემ, პართენ გოთუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის 30 „დედა ენა“ და 10 „რუსკოე სლოვო“ (I ნაწილი) გაეგზავნათ. წიგნები ჯამში 12.80 მანეთი ღირდა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ოქტომბერში საპატიო წევრმა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ 1895 წლის 9 თებერვალს მან საზოგადოებას შესწირა 763 ცალი „ვეფხისტყაოსანი“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორია“ იმ პირობით, რომ შემომწირველს მიეცემოდა წიგნების გაყიდვიდან შემოსული ფულის ნახევარი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში თონეთის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი აგლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ თანხა საკლასო დაფისა და 18 მერხის შესაღებად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში თონეთის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი აგლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ ყოველთვიურად მისი ხელფასიდან 20 მანეთი მიეცათ მისი ძმისთვის, სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელ გიორგი აგლაძისთვის.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილმა კავკავის სკოლას შესწირა 10 ცალი „დედა ენა“.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტის, ბესარიონ იოსების ძე ლომინაძის თხოვნა მატერიალური დახმარების შესახებ და გადაწყვიტეს, თხოვნა სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტში გაეგზავნათ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ოქტომბერში მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტის წევრი ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ კომიტეტს სჭირდება ის კლიშეები, რომელიც მოთავსებულია ქართველიშვილის მიერ გამოცემულ „ვეფხისტყაოსანში“, რათა ჩაურთონ მის მიერ დასასტამბად მომზადებულ თხზულებაში „სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძარი“.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ყოფილი მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების საქმეების ახალი მდივნის, ალექსანდრე მიქაბერიძისთვის გადაბარების შესახებ. მოხსენება მხედველობაში მიიღეს, დადგენილება ჩაიწერა ჟურნალში. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: დავით კარიჭაშვილი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში სოლომონ ანდღულაძისთვის 1. 50 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ვასილ იოსების ძე ბეჟანიშვილისთვის წიგნების გასაგზავნი თანხის – 3. 85 მანეთის გაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის – 228 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, დავით კარიჭაშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 5 ოქტომბრამდე საზოგადოების შემოსავალი იყო 525. 53 მანეთი, გასავალი – 52. 5 ოქტომბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 18923. 17 მანეთი, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის – 104. 90 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც დავით კარიჭაშვილს დიდუბის ეკლესიისთვის გადასაცემად მისცეს ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის წირვის სანთლების თანხა – 8. 15 მანეთი.

