საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81861

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოლომონ ბავრელის მიერ მოძიებული „გლეხური ლექსები“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება თუკი საჭიროდ ჩათვლიდა განყოფილების გამგეობას გადააყენებდა და რწმუნებულის საშუალებით დანიშნავდა საგანგებო კრებას ახალი გამგეობის ასარჩევად. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ი. ი-ძის სტატია, რომ იმერეთსა და გურიაში ხანგრძლივმა გვალვამ მოსახლეობას მოსავალი გაუფუჭა, რასაც თან დაერთო საქონლის ჭირი, რამაც ღარიბი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება გამოიწვია.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სათანადოდ შესწავლის აუცილებლობის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ სოლომონ ბავრელის სტატია, რომ 1877 წლის 7 ნოემბერს სურამის მამასახლისად მესამეჯერ აირჩიეს სომეხი „მაკ-მაჰონი“. სტატიაში აღწერილია თუ როგორი პიროვნება და მმართველი იყო ის.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 17 აპრილს გენერალ-ადიუტანტ ლევან მელიქიშვილის სარდლობით ჯარი დაიძრა ზაიმის ბანაკიდან და სოფელ ვარიკელს მივიდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა ალექსი ივანეს ძე შემიაკინს პროცენტის გადაუხდელობის გამო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად 25 მაისს უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა ქრისტეფორე ნიკიტას ძე ტერ-მიკირტიჩიანს პროცენტის გადაუხდელობის გამო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 23 აპრილს ფოთის ნაპირებთან მდგარი ოსმალთა ხომალდები ნიკოლაევსკისკენ წავიდნენ, საიდანაც ზარბაზნების სროლის ხმა ისმოდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 19 აპრილს ქართველთა ბანაკიდან პოლკოვნიკ მაკაევის ხელმძღვანელობით ზაიმისკენ დაიძრა ყაზახების 300-კაციანი ჯარი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „იევრია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1014 წელს მეფე ბაგრატ III-ის ხელმძღვანელობითა და ოსმალების დიდი ღვაწლით საქართველო გამთლიანდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის საადგილმამულო ბანკმა 1877 წლისათვის 1584 მანეთი და 13 კაპიკი დახარჯა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია საქართველოში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ, მათ შორის ეკლესია-მონასტრების, რომელთა სანახავად რუსეთიდან და ევროპიდან 1870 წლიდან დაიწყეს სიარული.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია ათონის მთაზე არსებული წიგნის „აღაპნის“ შესახებ, რომელშიც მოხსენიებული იყვნენ ის პირები, რომლებმაც გარკვეული სახის დახმარება გაიღეს ეკლესიის მიმართ, მათ შორის იყვნენ ქართველები: ბაგრატ კურაპალატი, გიორგი მაგისტროსი, მარიამ დედოფალი, ბაგრატ კურაპალატის დედა და ა. შ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ლი იანვრისათვის თბილისის საურთიერთო კრედიტის საზოგადოების ანგარიშზე 1259 მანეთი და 83 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, რომლის მეშვეობითაც ვიგებთ, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ოსმალებს ქართველებთან, კერძოდ, მათ მიერ დაკავებულ გურიის, აჭარისა და ქობულეთის ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა „პროვინციალური წერილების“ მეორე ნაწილი, რომლის ავტორის ფსევდონიმია წაკოლა-ც. წერილის მეშვეობით შეგვიძლია გავეცნოთ გორის ბაზარში არსებულ სიტუაციას, ვაჭრების საჭორაო თემებსა და მეფაიტონეების ამბებს, რომლებიც მათი უხამსი საქციელის მიუხედავად ყოველთვის დაუსჯელები რჩებოდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ აჭარისა და ქობულეთის მოსახლეობას მთავარსარდალ მიხეილის განკარგულებით შეატყობინეს, რომ რუსის ჯარი ქალაქებში არა საომრად, არამედ მათ დასაცავად და ოსმალებთან საომრად დაბანაკდებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ რუსეთსა და ოსმალეთს შორის გამართულ ომში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც რუსი ჯარისკაცების გვერდით თავისი ღირსების, პატივისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. ქართველ ჯარისკაცებს დროშაზე ეწერათ შემდეგი სიტყვები: „ჩაგრულთა დასახსნელად და მჩაგვრელთა შესაკავებლად ამოიღო ხმალი იმპერატორმა“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 16 აპრილს ახალციხის ლაშქრის ერთმა ნაწილმა პოლკოვნიკ კამაროვის ხელმძღვანელობით დაიკავა დღვინი, რომლის მოსახლეობა მათ მშვიდობიანად შეხვდა და თანადგომა გამოუცხადა ქართველ ჯარისკაცებს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს მარიამ არჩილის ასული წერეთლისა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა „პროვინციალური წერილების“ მეორე ნაწილი, რომლის ავტორის ფსევდონიმია წაკოლა-ც. წერილის მეშვეობით შეგვიძლია შევიტყოთ თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ვაჭრებს გლეხების მიმართ, რომლებიც დიდი შრომითა და წვალებით მოყვანილ მოსავალს ჰყიდნენ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა გიორგი გიორგის ძე რუსიევ-ყორჩიბაშევს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილი.