საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81880

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, როდესაც განათლების კომისრის დადგენილება გამოიცა, რომ ყველა კულტურული დაწესებულება მის განკარგულებაში იქნებოდა, მთავრგამგეობამ კომისარიატს ჰკითხა თუ რას ნიშნავდა მათი ეს განცხადება, რაზეც უპასუხეს, რომ საზოგადოებას თავისი საქმიანობა კომისარიატთან შეთანხმებით უნდა გაეგრძელებინა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს წარუდგინეს მოხსენება, რომლითაც გააცნეს საზოგადოების მიზანი და სთხოვეს დახმარებოდნენ სტამბით, ფართით და ხელი შეეწყოთ ქაღალდის შოვნაში, თუმცა კომიტეტისგან პასუხი არ მიუღია მთავარგამგეობას.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დაამტკიცეს 1921 წლის 3 ივლისის კრების ოქმი. კრების ოქმს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სოფრომ გაბრიელის ძე ტარუაშვილს უპასუხა, რომ „დედა ენის“ ნაცვლად სხვა წიგნის შედგენის საკითხი არ იყო გარკვეული. მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ წიგნი იბეჭდებოდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე სოფრომ გაბრიელის ძე ტარუაშვილმა აღნიშნა, რომ 1921 წლის 3 ივლისის საზოგადოების კრების ოქმში გამოტოვებული იყო მისი კითხვა „დედა ენის“ შემსწორებელი კომისიის წევრების შესახებ, რომლებმაც „დედა ენის“ ნაცვლად ანბანი შეადგინეს და სათანადო უწყებას წარუდგინეს შესაფასებლად. ტარუაშვილს სურდა გაეგო რა ეტაპზე იყო აღნიშნული საკითხის განხილვა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვარის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა 1921 წლის 3 ივლისის კრების ოქმი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებას დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გააცნო დღის წესრიგი: რწმუნებულთა საზოგადო კრების ოქმის დამტკიცება; მთავარგამგეობის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ და საზოგადოების ახლადშეცვლილი და შესწორებული პროექტის განხილვა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 8 იანვარის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა წლიური კრების მდივნად აირჩიეს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა წლიური კრების თავმჯდომარედ აირჩიეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრება, რომელიც დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა. კრებას დაესწრო 20 რწმუნებული.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა მარიამ ივანეს ასულ სულხანოვისას.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა იოსებ კონსტანტინეს ძე ორბელიანს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა ანდრია მიხეილის ძე გაბაშვილს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა მცირეწლოვან ირაკლი ალექსანდრეს ძე აფხაზს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად, პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა მერაბ ზაქარიას ძე ყორღანოვს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა გიორგი თამაზის ძე ზარიძეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა ივანე გიორგის ძე კვესაძეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა აგრაფინა ვასილის ასულ განგებლოვს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა ალექს გეურქას ძე მამუკიანს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა ბაგრატ გეურქას ძე მამუკიანს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა ივანე სტეფანეს ძე ყარაჯეევს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა გეურქა სტეფანოვს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 25 მაისს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის წესდებულების თანახმად პროცენტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება ჩამოერთმეოდა გიორგი ქიტესას ძე ადამაშვილს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების ქალაქების განყოფილება დასამტკიცებლად უდგენდა გამგეობას თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების ქალაქების განყოფილების ორგანიზაცია, მართვა–გამგეობა და უფლება–მოვალეობები ისეთივე იყო, როგორც საზოგადოებისა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.