რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს თედო სახოკიამ პარიზის გამოფენის დათვალიერებისას მეტად რელიეფურად დაინახა ის კოლოსალური და განმაცვიფრებელი პროგრესი, რასაც თანამედროვე ადამიანის გონებას მიუღწევია ყველა დარგში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში დაპატიმრების საფრთხის გამო პარიზში დაბრუნებული თედო სახოკია ხალისით ჩაება სარედაქციო მუშაობაში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში, თედო სახოკიას სოხუმში ცხოვრების პერიოდში, სოხუმის რუსობა უკლებლივ შავრაზმელებისგან შედგებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში თედო სახოკია შეიყვანეს იმ პირთა სიაში, ვინც ხელს უშლიდა სოხუმის ოლქის მცხოვრებთა გარუსებას.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში სოხუმიდან ნოვოროსიისკში გემით გაქცეულ თედო სახოკიას იქ მამამისის მეგობარი, პეტრე ღლონტი დახვდა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900-იან წლებში პეტრე ღლონტი ნოვოროსიისკის საბაჟოს უფროსი იყო და თანამდებობით გუბერნატორის შემდეგ მეორე პირად ითვლებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში თედო სახოკიამ დაპატიმრების საფრთხის გამო სამშობლო დატოვა. ნოვოროსიისკში გემით ჩასულს, მას საზღვარგარეთის პასპორტის აღებაში მამამისის მეგობარი და იქაური საბაჟოს უფროსი, პეტრე ღლონტი დაეხმარა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში საქართველოდან გაქცეულ თედო სახოკიას ნოვოროსიისკში საზღვარგარეთის პასპორტი ნახევარ საათში მისცეს იქაური საბაჟოს უფროსის, პეტრე ღლონტის რეკომენდაციით.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში ნოვოროსიისკში საზღვარგარეთის პასორტის მიღებიდან მეხუთე დღეს თედო უკვე პარიზში იყო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში დაპატიმრების საფრთხის გამო პარიზში დაბრუნებულმა თედო სახოკიამ ახალი მასალები ჩაიტანა იქაური გაზეთის „საქართველოს“ რედაქციისთვის.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში დაპატიმრების საფრთხის გამო სამშობლოდან გაქცეულმა თედო სახოკიამ პარიზს შეაფარა თავი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში დაჭერის საფრთხის გამო ნოვოროსიისკისკენ მიმავალ გემზე ასული თედო სახოკია სოხუმსა და სოხუმელებს დაემშვიდობა მომავალ რევოლუციამდე.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში სოხუმელებმა ნოვოროსიისკენ მიმავალი თედო სახოკიასთვის ორმოცდაათი თუმანი შეაგროვეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში სოხუმის მცხოვრებთა გარუსების წინაამღდეგ მებრძოლ თედო სახოკიას გადასახლების საფრთხის გამო სასწრაფოდ მოუწია საქართველოს დატოვება.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში სოხუმის მცხოვრებთა გარუსების წინაამღდეგ მებრძოლ თედო სახოკიას საზღვარგარეთის პასპორტის მისაღებად ცნობა სჭირდებოდა კეთილსაიმედოობის შესახებ, თუმცა პოლიცმაისტერმა ამ ცნობაზე უარი უთხრა მას.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში თედო სახოკიას ბევრ მეგობარს ცოლ-შვილისა და სახლ-კარის დატოვება მოუწიათ რევოლლუციამდე.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში ვინაიდან პოლიცმეისტერ ლაკირბაიასგან ვერ მიიღო ცნობა კეთილსაიმედოობის შესახებ, თედო სახოკიამ გადაწყვიტა პირველივე გემით ნოვოროსიისკში გამგზავრება და საზღვარგარეთის პასპორტის იქ აღება.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში მეფისნაცვლის კანცელარიაში უკვე შედგენილი იყო სია იმ ქართველებისა, რომლებიც სოხუმის ოლქის მცხოვრებთა გარუსებას ეწინააღმდეგებოდნენ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში სოხუმის შავრაზმელმა რუსებმა კავკასიის უმაღლეს მთავრობას წარუდგინეს ადმინისტრაციული წესით რუსეთის შიდა გუბერნიებში გადასასახლებელ პირთა სია. ამ სიაში შედიოდნენ: თედო სახოკია, ანთიმოზ ჯუღელი, სპირიდონ ნორაკიძე, ივანე გეგია, ფარნა დავითაია და ივანე ბურჭულაძე.

