რეგისტრირებული ფაქტები81983
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებში, ასევე „ივერიის“ რედაქციაში, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში, გორში ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა აკაკი წერეთლის „გოგია მეჩონგურე“.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ნინა სოლომონის ასულმა ანდრონიკაშვილმა, ელენე ლუარსაბის ასულმა ანდრონიკაშვილმა, დავით კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილმა, ბაბო კონსტანტინეს ასულმა ჩოლოყაშვილმა და სოლომონ ასლანოვმა ითხოვეს, ჩაეწერათ იმ საზოგადოების წევრებად, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა, ღარიბი მოსახლეობის რიგიანი სწავლისა და განათლების მიღებაში დახმარებისათვის.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილმა, ანა ბესარიონის ასულმა მუსხელიშვილმა და ელენე ქრისტეფორეს ასულმა მუსხელიშვილმა ითხოვეს, რომ ჩაეწერათ იმ საზოგადოების წევრებად, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა ღარიბი მოსახლეობის რიგიანი სწავლისა და განათლების მიღებაში დახმარებისათვის.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის განცხადება, რომ მზად იყო გამხადრიყო იმ საზოგადოების წევრი, რომელიც გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით შეიქმნა, რომლის მიზანი ქვეყნის ღარიბი მოსახლეობისთვის რიგიან სწავლასა და განათლების მიღებაში დახმარება იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა თონეთის მაზრაში დააარსა სასოფლო საამხანაგო ბანკი. მოსახლეობის განცხადებით, ასეთი კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე წინამძღოლი მათ არ ჰყოლიათ.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილი თონეთის მაზრის წინამძღოლი იყო.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საზოგადოება აპირებდა დაებეჭდათ ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედება და გაზეთის მეშვეობით სთხოვდნენ მოსახლეობას, რომ თუ ვინმეს სახლში მოეპოვებოდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი, თხზულება ან სხვა სახის ჩანაწერი მიეწოდებინათ „ივერიის“ რედაქციისათვის.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით კახელები გიორგი ჯორჯაძეს შესჩიოდნენ, რომ კახეთში ჩამოსული დიდოელები, რომლებმაც მორჩილება გამოთქვეს, იარაღით დადიოდნენ ქუჩებში.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე განჯის გუბერნატორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პრიპუტნევს ჰქონდა „ნადვორნი სოვეტნიკის“ ჩინი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბოგოიავლენსკის ჰქონდა „ნადვორნი სოვეტნიკის“ ჩინი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბოგოიავლენსკი იყო თბილისის მეორე გიმნაზიის მასწავლებელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტოპორკოვს ჰქონდა „ნადვორნი სოვეტნიკის“ ჩინი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტოპორკოვი იყო ქუთაისის გიმნაზიის ინსპექტორი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ლოპატინსკი იყო სტავროპოლის გიმნაზიის მასწავლებელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ლოპატინსკის ჰქონდა „კოლლეჟსკი სოვეტნიკის“ ჩინი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ელჩუკოვას ჰქონდა „კოლეჟსკი სოვეტნიკის“ ჩინი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ელჩუკოვა იყო თბილისის გიმნაზიის მასწავლებელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გოპაძეს ჰქონდა „ნადვორნი სოვეტნიკის“ ჩინი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ზურაბის ძე გოპაძე ახალციხის სასწავლებლის მასწავლებელ-ინსპექტორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პასხალოვი იყო ერევნის გუბერნიის საერო სასწავლებლის ინსპექტორი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პასხალოვს ჰქონდა „ნადვორნი სოვეტნიკის“ ჩინი.