რეგისტრირებული ფაქტები93611
სორტირება თარიღი მზარდობით
1900
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის კირილე ქუთათელაძე 1900 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ლავრენტი ბალუაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-1901 წლებში ზაქარია ბაქრაძე რუსეთის არმიის ლაშქრობაში მონაწილეობდა ჩინეთში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ზაქარია ბაქრაძე წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
სოლომონ ყარალაშვილი რუსეთის არმიის 1900-1901 წლების ჩინეთის ლაშქრობაში მონაწილეობდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში სიმონ ესაძე თანამშრომლობდა მწერალ ლევ ტოლსტოისთან და აწვდიდა მას კავკასიის ომების ამსახველ მასალას მოთხრობა „ჰაჯი მურატისათვის“.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლიდან ლეო კერესელიძე სრულიად ახალგაზრდა, ჯერ კიდევ 15 წლის ასაკიდან ჩაება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ახალგაზრდულ მოძრაობაში.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900-იან წლებში იოსებ როინიშვილი დროებით ასრულებდა მთავარი სამხედრო სასამართლოს სამმართველოს მაგიდის უფროსის მოვალეობას.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში გიორგი სუმბათაშვილი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის (მახვილებით და ბაფთით), წმინდა სტანისლავის II ხარისხის (ბაფთით), წმინდა ანას IV (მახვილებით და ბაფთით) და საპატიო ლეგიონის ორდენით (საფრანგეთი) დააჯილდოვეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 2 იანვარს ქართული თეატრის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ დრამატული საზოგადოების სადღესასწაულო კრებაზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მისალოცი წერილი, შემდეგ კი სიტყვით გამოვიდა როგორც გაზეთ „ივერიის“ რედაქტორი.

