საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82161

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმ მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილს ჰქონდა ბინა ოლღას ქ. N 3-ში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა დეპეშა გაუგზავნა ერევანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს სომხეთ-აზერბაიჯანის ახლად დაწყებული კონფლიქტის შესახებ.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმ ალექსანდრე დავითის ძე კეკელიას ჰქონდა საკუთარი სამკურნალო კაბინეტი მიხეილის პროსპექტზე N 11-ში, სასტუმრო „ნოეს“ პირდაპირ.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მედიცინის დოქტორ გ. გ. მეჰრაბიანს ბინა ბებუთოვის ქ. N 23-ში ჰქონდა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმ მიხეილ ზანდუკელს ჰქონდა ბინა ანასტასიევის ქ. N 13-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე დავითის ძე კეკელია იყო კანის და ვენერიულ სნეულებათა ექიმი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მედიცინის დოქტორი, ბერლინისა და მოსკოვის უნივერსიტეტების კლინიკების ყოფილი ასისტენტი გ. გ. მეჰრაბიანი იუწყებოდა, რომ ჭლექითა და გულით დაავადებულებს იღებდა მისამართზე: ბებუთოვის ქ. N23.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს მცირეწლოვან დამნაშავეთა თავშესაფარში, რომლის დირექტორი კ. შ. ჭყონია იყო, მოსწავლეებს გალობას, წერა-კითხვას და სხვადასხვა ხელობას (ჭრა-კერვას, მებაღეობას, მეწაღეობას, დურგლობას და სხვ.) ასწავლიდნენ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს კ. შ. ჭყონია ზემო ავჭალაში მდებარე მცირეწლოვან დამნაშავეთა თავშესაფრის დირექტორი იყო. 

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის პირველი იანვრის ანგარიშის მიხედვით, ტიმოთე კაპანაძე, ვლადიმერ კაპანაძე, რაჟდენ კანდელაკი, ვ. ს. კანდელაკი, ივანე კარტოზია, ალექსანდრა კახეთელიძე, კონსტანტინე კაჭახიძე, იოსებ კემულარია, მიხეილ კემულარია და მარიამ ყაუხჩიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით, სოფ. თამაკონის სკოლაში სწავლა ფასიანი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით, სოფ. თამაკონის პირველდაწყებით სკოლის მოსწავლეებს ყოველწლიურად 300-400-ზე მეტი ხეხილის ძირი, თესლები და დასამყენი ტოტები უფასოდ ურიგებდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლოლა ლევანის ასულმა იმნაძემ ლანჩხუთის უფასო სამკითხველოსთვის შეაგროვა 18.1 მანეთი, ქართველი მეფეებისა და მწერლების სამი სურათი და სამკითხველოს გადასცა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის პირველი იანვრის ანგარიშის მიხედვით, აკაკი იოსელიანი, აღათი იოსელიანი, დესპინე იოსელიანი, გიორგი იოსელიანი, თეოდორე კავტიევსკი, რებეკა კაკაბაძე, ილია კაკაბაძე და იოსებ კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელი ივანე ჭყონია, ივანე ბარამიძე და თეოფანე სიხარულიძე ლანჩხუთის უფასო სამკითხველოს გამგეები იყვნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის პიესას „ციცინათელა“ კავკასიის სცენებზე დადგმის ნება დართეს.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის პირველი იანვრის ანგარიშის მიხედვით, მარგარიტა თებზაძე, ნატალია თუმანიშვილი, ივანე თუმანიშვილი, გიორგი თუთბერიძე, გალაქტიონ თუთბერიძე, ერასტი თუთბერიძე, რაჟდენ თურქია და ირაკლი იაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ლანჩხუთის უფასო სამკითხველოს გამგეებმა – ივანე ჭყონიამ, ივანე ბარამიძემ და თეოფანე სიხარულიძემ – ლოლა იმნაძეს მადლობა გადაუხადეს თანხის შეგროვებისა და შეწირვისთვის.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 მარტს სვიმონ კვიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური გადასახადის 20 პროცენტიდან 1 000 მანეთი საზოგადოების სკოლის მშენებლობას მოახმარა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილმა წევრებმა – სიმონ ხურცილავამ, ტრიფონ ჯაფარიძემ, ოლღა ჯაფარიძემ, მარინე ჯაფარიძემ, ლიდია ჯაფარიძემ, გიორგი ჯაფარიძემ, ლუკა ჯაფარიძემ, ალექსანდრე ჯანელიძემ, ნიკიფორე ჯანელიძემ, მატრონა ჯანელიძემ, ივანე ჯულუხაძემ – საწევრო 3-3 მანეთი გადაიხადეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებამ ბიბლიოთეკების შესანახად 182.84 მანეთი გამოეყო, წვრილმანი ხარჯისთვის კი — 473.42 მანეთი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სვიმონ კვიტაშვილს ნება დართო, წლიური გადასახადის 20 პროცენტიდან 1 000 მანეთი ბაქოში საზოგადოების სკოლის მშენებლობისთვის გამოეყოთ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 მარტს სვიმონ კვიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ბაქოს განყოფილებას საზოგადოების სკოლის მშენებლობას 7 000 მანეთზე მეტი სჭირდებოდა. განყოფილებას კი საჭირო თანხა არ ჰქონდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილების წლიური გასავალი 5626.02 მანეთი იყო. ამ თანხიდან 3562.50 მანეთი საზოგადოების სკოლას მოხმარდა.

1804

ტიპი: ღონისძიება

1804 წლის 22 ოქტომბერს გენერალ-მაიორ პეტრე დანიელის ძე ნესვეტაევმა მთის ხალხი დაამარცხა.