რეგისტრირებული ფაქტები85195
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული კორნელი ალექსის ძე ქაცარავა 1899 წელს დაარსებული ხონის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საყოველთაო საგნების პედაგოგად მუშაობდა
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული კონსტანტინე უგულავა ხონის დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1899 წელს) ქართული ენის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს კლასიკური გიმნაზიიის კურსდამთავრებული სტეფანე ესტატეს ჩხენკელი 1899 წელს დაარსებული ხონის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის უცხო ენის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მუსიკალური სასწავლებლის კურსდამთავრებული ანტონ ვიაჩესლავის ძე გაუდაკი ხონის დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1899 წელს) მუსიკის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული ერასტი ნიკიფორეს ძე კვიცარიძე ხონის დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1899 წელს) ფიზკულტურის პედაგოგად მუშაობდა.
1941
ტიპი: თანამდებობა
ქრისტინე შარაშიძე 1941 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მუშაობდა.
1945
ტიპი: ღონისძიება
ქრისტინე შარაშიძის 1929-45 წლების ჩანაწერების მიხედვით, მან საქართველოს სსრ აკადემიის ისტორიული ინსტიტუტის დირექციის წარმომადგენელს, ნიკოლოზ ბერძენიშვილს, დასაბეჭდად გადასცა კვლევა „ვახუშტის ნათარგმნი შრომები".
1918
ტიპი: თანამდებობა
1918/19 სასწავლო წელს ივდითი ფანჯავიძე სოფ. ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე არაბიძის განცხადება. ის გამგეობას სთხოვდა, ეთანამშრომლათ და საკუთარი გამოცემები გაეცვალათ. გამგეობის დადგენილებით არაბიძის წინადადება უარყვეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიის მომართვა: დამფუძნებელი კრების ბიბლიოთეკის გამგეობა დაინტერესებული ყოფილა მეცნიერული წიგნების სამართლიანი განაწილებით საქართველოს სხვადასხვა მეცნიერულ დაწესებულებებში. ბიბლიოთეკის გამგეობა ითხოვდა აკადემიკოს ბროსეს თხზულებების ყველა ეგზემპლარის ფრანგულ ენაზე გადაცემას ფასით. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაჭის მაზრის ერობის რწმუნებულის თხოვნა, ნისიად გადაეცათ ქ.ონის წიგნის მაღაზიისთვის სხვადასხვა სასწავლო ნივთები: 300 ცალი დედა ენის პირველი ნაწილი, 2000 ცალი – მეორე ნაწილი, 500 ცალი სხვადასხვა რვეული და 50 კომპლექტი ყველა მათ მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები მასწავლებელთათვის. გამგეობამ გადაწყვიტა ასი ათასი (100.000) მანეთის წიგნების ნისიად გადაცემა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ნავთლუღის ბიბლიოთეკა და მასთან არსებული სამკითხველო ბოლო ოთხი თვე დაკეტილი იყო.