რეგისტრირებული ფაქტები92302
სორტირება თარიღი მზარდობით
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „კვალის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა დეპეშით განკურნება მიულოცა თელავის მაზრის თავად-აზნაურთა სახელით.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სილოვან ხუნდაძის მიერ საზოგადოების მე-3 წიგნაკის დაკარგვის საკითხი განიხილა. ხუნდაძეს ახალი წიგნაკი 1901 წლის 23 ოქტომბერს გაუგზავნეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძე და რაფიელ ერისთავი მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებათმეცნიერების, ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის საზოგადოების წევრებად აირჩიეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს იოსებ ოცხელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის 1901-1902 წლების გაკვეთილების ცხრილი გაუგზავნა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 1-ელ ნოემბერს ანტონ თოიძემ წინარეხის სკოლაში მასწავლებლად მუშაობა შეწყვიტა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის ნოემბერში წინარეხის სკოლაში ანტონ თოიძის მაგივრად მასწავლებლად ივანე გიუნაშვილი დაინიშნა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ოდესის ქართველ სტუდენტთა გადაწყვეტილება, გამოეცათ ილია ჭავჭავაძისა და სხვა ქართველ მოღვაწეთა პუბლიცისტური მემკვიდრეობა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 12 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე საზღვარგარეთ მკურნალობის გამო აღებული ოთხთვიანი შვებულების შემდეგ დაუბრუნდა გაზეთ „ივერიის“ რედაქტორობას.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
იონა მეგრელიძე დაიბადა 1900 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 16 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა კავკასიის საცენზურო კომიტეტს, რომ „ივერიის“ დროებით რედაქტორად ექვსი თვით ალექსანდრე სარაჯიშვილი დაენიშნათ, რადგან თავად ჯანმრთელობის გამო ექიმებისგან მუშაობა ეკრძალებოდა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებლად დაინიშნა პეტრე მირიანაშვილი.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 23 ნოემბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო ალექსანდრე მიქაბერიძე.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 ნოემბერს პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა ახალციხის სახელმწიფო ბიბლიოთეკის გამგეს გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თხოვნა, მიეწოდებინა ცნობები ბიბლიოთეკის შესახებ 1900 წლის ანგარიშში შესატანად.
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წელს ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.

