საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სიონის ტაძარში წირვას დაესწრო თბილისის გუბერნატორი ივანე სვეჩინი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ა. მ. წერეთელმა გამოფენაზე წარმოადგინა ჭალის მთის (შორაპნის მაზრა) სხვადასხვა მადანი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სიონის ტაძარში წირვას დაესწრნენ კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი და მისი თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სიონის ტაძარში წირვას დაესწრნენ გენერალ-ადიუტანტი, თავადი ივანე გივის ძე ამილახვარი, გენერალ-ლეიტენანტი, თავადი მიხეილ ამირეჯიბი და სხვ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს მრჩეველთა წევრმა მასკალსკიმ ქუთაისის სამეურნეო სკოლის რევიზიის დროს განაცხადა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო სახაზინო მიწის ნაჭრის მიმატება.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის სააბრეშუმო სადგურის შენობაში გამართულ მებაღეთა კრებაზე ნ. ი. პაშკოვსკიმ დამსწრეთ აუხსნა ბუნდოვანი სურათების ფანრის აცეტილენით განათების შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სიონის ტაძარში ჩატარებულ წირვას დაესწრნენ ქართველ თავად-აზნაურთა წინამძღოლები: ქართლ-კახეთის – თავადი დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი და იმერეთისა – თავადი სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის საქალაქო გამგეობამ თბილისის საბჭოს წარუდგინა მოხსენება გამგეობის მეოთხე წევრის არჩევის შესახებ. მიზეზად დასახელდა გამგეობის წევრ ევგრაფ ხოსროევის ავადმყოფობა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სიონის ტაძარში შესრულდა წირვა და პანაშვიდი. წირავდნენ საქართველოს ეგზარხოსი ფლაბიანე, იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ორბელიანმა კავკასიის გამოფენაზე წარადგინა ლითოგრაფიული ქვა სოფელ საძიგურის (დუშეთის მაზრა) ახლოს მდებარე თავისი მამულიდან.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის დურგალთა ამხანაგობის საზოგადო კრებამ გადაწყვიტა, მოსწავლეებისთვის არტელის ქარხანაში მუშაობის შემდეგ წერა-კითხვა ესწავლებინათ. არტელის გამგეობის თავმჯდომარემ ამის შესახებ განცხადებით მიმართა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ ზავადსკის, რათა არტელის გამგეობას საზოგადო კრების მინდობილობის განხორციელების ნება დაერთო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა მიწათმოქმედების მინისტრს დეპეშით სთხოვა ნებართვა, ნოემბრამდე გაეგრძელებინა მეღვინე-მევენახეთა და მეურნეთა კრების ვადა და ნება დაერთო, გაეხსნა ცხენების მომშენებელთა კრება.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის გამოფენის სარძეო განყოფილების გამგემ, ალექსანდრე ქალანთარმა განიზრახა, გამოეცა წიგნაკი კავკასიაში სარძეო მეურნეობის მდგომარეობისა და საჭიროებათა შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის გუბერნატორმა დაამტკიცა საბჭოს დადგენილება განსვენებული გიორგი ევანგულოვის ქალაქის ხარჯით დამარხვისა და გვირგვინის მიტანის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მიწათმოქმედების საბჭოს წევრმა მოსკალსკიმ, რომელსაც დავალებული ჰქონდა სამეურნეო სკოლების რევიზია, ქუთაისის სამეურნეო სკოლის რევიზია დაასრულა და ტუაფსეში გაემგზავრა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ სვირის მცხოვრებ მედავითნე ლუკა ჩხაიძეს სოლომონ არაბიძის წყალში დახრჩობისაგან გადარჩენისთვის მთავრობის განკარგულებით მიენიჭა უმაღლესი ჯილდო, ვერცხლის მედალი წარწერით „დაღუპულთა დახსნისთვის" ვლადიმერის ლენტზე.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით დაღესტნის ოლქის ავარო-ანდისის გადასახადების ინსპექტორი, ტიტულოვანი მრჩეველი მდივნიშვილი გუნიბ-კაზიკუმუხის ნაწილში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ვასილ სოსელია სურმალუს ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონად დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს გრიგოლ გიორგის ძე ოდილავაძე ღანირის წმ. გიორგის (ახალი) ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ე. ლ. ვედენეევი მიხეილის რკინიგზის სასწავლებლის მზრუნველად დაამტკიცეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ალექსანდრე სლოვინსკი კავკასიის სამოსწავლო ოლქის ინსპექტორად დაინიშნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს დავით მაქსიმეს ძე კანდელაკმა ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოს ქვის შენობის ასაგებად შემწეობა შეკრიბა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის გუბერნიის სამმართველოს საქმისმწარმოებლის თანაშემწის თანამდებობის აღმასრულებელი გიორგი კანდელაკი ბორჩალოს მაზრის უფროსის უმცროსი თანაშემწის აღმასრულებლად დაინიშნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს მემედ ბეგ აბაშიძემ, ნიკოლოზ ჯაყელმა, ნესტორ კალანდარიშვილმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა შესწირეს ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილმა, მ. ი. რამიშვილმა, სპირიდონ ჭელიძემ.