რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის საექიმო გამგეობამ ფარმაციის მაგისტრ ფერდინანდ ოტენს დაავალა იმ მინერალური წყლების ანალიზი, რომელთაც თბილისის ქარხნებში ამზადებდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საბაჟო უწყებამ გადაწყვიტა იმ შენობის შესყიდვა, რომელშიც იყო თბილისის საბაჟო დაწესებულება და რომელიც ალექსანდრე მანთაშევს ეკუთვნოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტრის სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიამ თბილისის გუბერნატორს გაუგზავნა მინდვრის თაგვების გასაწყვეტი წამალი, ე. წ. მერეჟკოვის სითხე, გუბერნატორმა კი – ბორჩალოს მაზრის უფროსს, სადაც აგრონომი ს. მ. ზავაროვი იყო გაგზავნილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 აგვისტოს ჩრდილოეთ კავკასიიდან თბილისში დაბრუნდა კავკასიის საინტენდანტო მმართველობის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ტარანოვსკი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის საგუბერნიო ვეტერინარი სინიავსკი კავკასიის სავეტერინარო ნაწილის გამგის თანაშემწედ დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის თანაშემწე ფ. ა. შიმანოვსკი თბილისში დაბრუნდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ივანე მინას ძე მირზოევმა ბორჩალოს მაზრის სოფ. ბაიდარში შეიძინა დიდი მამული, რომელიც პატარა ადგილებად დაყო და ერევნის მჭიდროდ დასახლებული ადგილებიდან 60 კომლი გადმოიყვანა. მან გადმოსახლებულთათვის შეიმუშავა განსაკუთრებული პირობები: გლეხებს ნაშრომიდან ერთი წილი მირზოევისთვის უნდა მიეცათ, დანარჩენი თავისთვის დაეტოვებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ივანე მახარაძე, მელიტონ თოიძე, შალიკო მალაზონია, ვასილ კახიანი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ნიკიტა ანტონიუკი, ალექსანდრე სიხარულიძე და სარდიონ ჯაფარიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ მაქსიმე ლევანის ძე მახარაძე, ვიქტორ ტატუაშვილი და ვასილ ახობაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ილია მიხეილის ძე შარაშიძე, ივანე ქაიხოსროს ძე გოგოლაშვილი და ალექსანდრე ტიმოთეს ძე ჯაყელი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ კასიანე კვირკველია, სტეფანე ელიაძე და ნოე თოიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ პარმენ თევზაძე, ტიტიკო დუმბაძე, ალექსი გორდელაძე და ანისიმე შავგულიძე.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ფოთის ფოსტა-ტელეგრაფის უწყების ფოსტალიონი თომა ეჯიბაია ახალი სენაკის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში გადაიყვანეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს პოლიკარპე ლორთქიფანიძემ ს. დიდ ჯიხაიში გამართა წარმოდგენა დიდი ჯიხაიშის წიგნსაცავ-სამკითხველოს დასახმარებლად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ანდრია მელაძე, მელიტონ შავდია და სანდრო შავგულიძე.

