რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ ბუაძემ ეგნატე ნაცვალოვს ცილისწამებისთვის უჩივლა.
1895
ტიპი: ნასამართლეობა
1895 წელს ნ. ტყეშელაშვილი, კ. ლეკიძე, ეგ. ჯიბლაძე, პ. ლომიძე, მ. ვაწაძე, პ. ლაღაძე, პ. ბერეკაშვილი, ნ. შანიძე და იგნ. ნიჟარაძე ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააკავეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ესტატე და ბადა ხუბულავებსა და ნიკოლოზ ქიქავას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდათ ბრალად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში ნ. ს. სამნიაშვილს ქართულ ენაზე ყოველთვიური ჟურნალის „მწიგნობარი ქვეყნის“ გამოცემის ნება დართეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, საქართველოს წარსულისა და აწმყოს შესწავლა ჰქონდა მიზნად პეტერბურგის უნივერსიტეტთან არსებულ სამეცნიერო წრეს, რომლის ხელმძღვანელიც იყო ივანე ჯავახიშვილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ სულუხია და გერასიმე ბასილაია სენაკის სამაზრო ციხიდან ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში ჩამოიყვანეს. მათ ოლქის სასამართლოსგან სხვადასხვა ვადით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდათ მისჯილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი კვარაცხელია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს. მას ავადმყოფობის გამო ექიმის განკარგულებით ბორკილები ახსნეს.
1895
ტიპი: ნასამართლეობა
1895 წელს ონ. სულაკაძე, ს. რევიშვილი, ბ. ბალანჩივაძე, კ. ჭეიშვილი, ბ. შანიძე და ლ. კიკვაძე ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააკავეს.
1895
ტიპი: გარდაცვალება
1895 წლის 14 ოქტომბერს ქუთაისში ურიებთან დაპირისპირების დროს ლუკა კოსტავამ თავის გადასარჩენად რიონის გადაცურვა გადაწყვიტა, მაგრამ თავში ქვა მოარტყეს, გონება დაკარგა და დაიხრჩო.
1895
ტიპი: ნასამართლეობა
1895 წელს ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში მონაწილეობისთვის ოზურგეთის მაზრიდან რ. მეგრელიძე დააკავეს, შორაპნის მაზრიდან – ა. პატარიძე, ხოლო სენაკის მაზრიდან – ილ. ქუნალეიშვილი და გრიგოლ დგებუაძე.
1849
ტიპი: თანამდებობა
1847-1849 წლებში ტიტულოვანი მრჩეველი მაქსიმე იაკობის ძე კირიენკო-ვოლოშინი თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების პალატაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს ვიქტორ მიხეილის ძე შერბაკი თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების პალატაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის მრჩეველი თეოდორ გრიგოლის ძე ტრიპოლსკი თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების პალატაში საგანგებო დავალებათა მოხელედ მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის ასისტენტი ანდრეი ივანეს ძე ნოვიკოვი თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების პალატაში ინჟინრად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის ასისტენტი ანდრეი რომანის ძე მაზიუკოვი თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების პალატაში ადვოკატად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს არმიის მაიორი სტეფანე ვასილის ძე გოლენიშევ-კუტუზოვი თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების აღმწერად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის მრჩეველი გიორგი ოსიპის ძე ბებუთოვი თბილისის გუბერნიის სამოქალაქო და სისხლის სამართლის სასამართლო პალატის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1849
ტიპი: თანამდებობა
1846-1849 წლებში კოლეგიის მრჩეველი იოაკიმ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიევი თბილისის გუბერნიის სამოქალაქო და სისხლის სამართლის სასამართლო პალატაში მრჩევლად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის მდივანი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ავალოვი თბილისის გუბერნიის სამოქალაქო და სისხლის სამართლის სასამართლო პალატაში მუშაობდა.

