რეგისტრირებული ფაქტები86956
სორტირება თარიღი მზარდობით
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წლის 9 ივლისიდან 1860 წლის 31 მაისამდე ონიფანტე ნადირაძე ჭელიშის მონასტერს განაგებდა.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წლის 9 ივლისს ონიფანტე ნადირაძე ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად და რაჭის საეკლესიო ქონების გამგედ დანიშნეს.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წლის 22 ივლისს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლისა და კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობებიდან განთავისუფლებული ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვი სახელმწიფო საბჭოს წევრად დაინიშნა.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წლის 22 ივლისს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალი და კავკასიის მეფისნაცვალი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვი მისი სურვილისამებრ განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობებიდან.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წლის 26 ივლისს კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელი და კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკი დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლად და კავკასიის მეფისნაცვლად.
1856
ტიპი: ღონისძიება
1856 წლის 29 ივლისს ონიფანტე ნადირაძემ იმერეთის ეპარქიის მმართველს მისწერა, რომ დიმიტრი ფურცელაძე ჭელიშის მონასტერს ეწვია.
1856
ტიპი: გარდაცვალება
1856 წლის 27 აგვისტოს საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი ბესარიონ იოვანეს ძე ფერაძე გარდაიცვალა.
1856
ტიპი: ღონისძიება
1856 წლის 4 სექტემბერს რუსთა ჯარმა აფხაზეთის მთავრის, მიხეილ შარვაშიძის მეთაურობით სოხუმის ციხე აიღო.
1856
ტიპი: გარდაცვალება
1856 წლის 22 სექტემბერს ქვაყუდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი სიმონ ნიკოლოზის ძე ლორია გარდაიცვალა.
1856
ტიპი: გარდაცვალება
1856 წლის 9 დეკემბერს ბოყვის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იოანე ტატუას ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.
1857
ტიპი: ღონისძიება
1857 წელს ალექსანდრე ბარიატინსკის თხოვნით, გადაწყდა მიხეილ ვორონცოვის ძეგლის ჩამოსხმა და მტკვრის ხიდზე დადგმა.
1857
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1857 წელს ილია ჭავჭავაძემ იაფფასიან სასადილოში გაიცნო პროფესორი ვლადიმერ სპასოვიჩი, რომელიც შემდეგ უნივერსიტეტში ლექციებს უკითხავდა.
1857
ტიპი: ორგანიზაცია
1857 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის კავკასიელ სტუდენტთა წრის ხელმძღვანელი გახდა და სხვა სტუდენტებთან ერთად ხელი მოაწერა დავით ჩუბინაშვილის მიერ ამ წრისთვის გადაცემული სალომე ბატონიშვილისეული 38 წიგნის მიღების დოკუმენტს.
1857
ტიპი: თანამდებობა
1857-1875 წლებში ივანე ივანეს ძე კერესელიძე ჟურნალ „ცისკრის” რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1857
ტიპი: თანამდებობა
1857-1875 წლებში ივანე კერესელიძე ჟურნალ ,,ცისკრის” რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1857
ტიპი: თანამდებობა
1857-66 წლებში სიმონ ბეჟანის ძე თუთბერიძე სოფ. ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1857
ტიპი: თანამდებობა
1857-67 წლებში თადეოზ დავითის ძე სანებლიძე სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1857
ტიპი: თანამდებობა
1857-95 წლებში სპირიდონ გრიგოლის ძე აბრამიშვილი სოფ. არგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1857
ტიპი: თანამდებობა
1857 წელს ზაქარია მგალობლიშვილი დირბის მონასტრის მოძღვრად დანიშნეს და იგი ოჯახთან ერთად ოსეთიდან საქართველოში დაბრუნდა.
1857
ტიპი: თანამდებობა
1857-81 წლებში გიორგი ბესარიონის ძე დალაქიშვილი სოფ. ბეღლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1857
ტიპი: თანამდებობა
1857-73 წლებში სიმონ იოვანეს ძე კანდელაკი ნიკორწმინდის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

