რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის პირველი მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, არსენ გედევანიშვილი გორის მაზრის მეორე ოლქის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე საზოგადოებას დარჩენილი ჰქონდა 1692.37, გაიცა 1571.5. მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ალექსანდრე მამუჩაშვილს შეგირდის აყვანაზე უარი უთხრეს, შემწეობის სახით კი 20 მანეთი მისცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ალექსანდრე მამუჩაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ მისი ძმისწულის დაკრძალვისთვის საჭირო თანხა შემწეობის სახით მიეცათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ალექსანდრე მამუჩაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ მისთვის შეგირდის აყვანის უფლება მიეცათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს ალექსანდრე მამუჩაშვილის მოხსენება სამეურნეო გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: ექვთიმე თაყაიშვილმა, ვალერიან ლორთქიფანიძემ, გრიგოლ ყიფშიძემ, ივანე ზურაბიშვილმა — პეტრე მირიანაშვილის წინადადება სასკოლო კერძო რევიზორის თანამდებობის დამტკიცების შესახებ განსახილველად გადადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა — ივანე ზურაბიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა — ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნის საფუძველზე სვანეთის საკვირაო სკოლებში დასარიგებლად საკანცელარიო ნივთები და 160 „დედა ენა“ გაგზავნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა — ექვთიმე თაყაიშვილმა, ვალერიან ლორთქიფანიძემ, გრიგოლ ყიფშიძემ და სხვებმა ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნის საფუძველზე სვანეთის საკვირაო სკოლებში დასარიგებლად საკანცელარიო ნივთები და 160 „დედა ენა“ გაგზავნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს პეტრე სურგულაძის მიერ ნათარგმნი წიგნი „დაწყებითი ცოდნა მეცნიერებიდან“ შესამოწმებლად პეტრე მირიანაშვილს გადაეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს კრების დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს პეტრე მირიანაშვილს ბათუმის, ქუთაისისა და სენაკის სკოლების შემოწმება დაევალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ივანე რატიშვილს წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების შემოწმება დაევალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-18 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება ანა ჯმუხაძის წარდგენილი N100 ყულაბის გახსნის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით პირველ სახალხო ბიბლიოთეკას 4 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს გამართულ მე-18 სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძის თანხმობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა 250.11 მანეთი გასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს გიორგი იოსელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისი ნათარგმნი „ალექსანდრე მაკედონელის“ მოწონების შემთხვევაში წიგნის პირველი ეგზემპლარი და ხუთი თუმანი გადაეცათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილის წარდგენილი 142-ე ყულაბის გახსნასთან დაკავშირებით.

