რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთის პროგიმნაზიის დასაარსებლად შეგროვდა სულ 6 000 მანეთი, აქედან 500 მან. ვაჭარმა ვასილ თოფურიძემ გაიღო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში ქალაქის პროგიმნაზიის დაარსების გამო გამართულმა კრებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკო ნიკოლაძე, მიიღო დადგენილება, პროგიმნაზიის შენობის გეგმა ხუროთმოძღვრისათვის შეეკვეთათ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 8 ივლისს დ. ჩოხატაურში გაიხსნა ჩოხატაურის მეეტლეთა ამხანაგობის საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე იყო ვარდენ ქელბაქიანი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთში პროგიმნაზიის დასაარსებლად შეგროვდა სულ 6 000 მანეთი. ხ. ხუმარაძემ გაიღო 490 მან.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 ივლისს ფოთის გამგეობის დარბაზში გამართულ კრებაზე ფოთის პროგიმნაზიის დასაარსებლად ზაგორსკიმ თანხა გაიღო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 ივლისს სოფ. არდონში შეიკრიბა კომისია და შეუდგა ოსური სახარების შესწორებას. კომისიის წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ჯიოევი, ალექსანდრე ცაგოლოვი, მოსე ქოციევი. კომისიის აზრით, 1861 წლის თარგმანი კარგი იყო და შესწორებას არ საჭიროებდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 ივლისს ბათუმის ნავთსადგურის საკრებულომ ნ. პ. ვოზნესენსკის თავმჯდომარეობით განიხილა ბათუმის ნავსადგურის გადაკეთების სამი პროექტი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 ივლისს ბათუმის ნავთსადგურის საკრებულომ ნ. პ. ვოზნესენსკის თავმჯდომარეობით განიხილა მისთვის წარდგენილი ბათუმის ნავსადგურის გადაკეთების სამი პროექტი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ოვანეს გრიგორის ძე ტერ-პეტროსიანცი დაიბადა 1901 წლის 12 ივლისს ქ. თბილისში.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 12 ივლისს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 12 ივლისს შავი ზღვის ფლოტისა და ნავთსადგურების უფროსი ვიცე-ადმირალი ტირტოვი თბილისში ჩამოვიდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
მოსე ივანეს ძე დამიანოვი დაიბადა 1901 წლის 13 აპრილს სოფელ კეპრიკეიში, ყარსის ოლქში.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 13 ივლისს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა თბილისის გუბერნიის მცხოვრებ ყარამან დავითის ძე ორჯონიკიძის საქმე.
1901
ტიპი: მფლობელობა
1901 წლის 13 ივლისს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა თბილისის მე-2 გილდიის ვაჭარ ივანე დავითის ძე ხუდადოვის საქმე, რომელმაც მთელი ქონება, 3000 მანეთი, ანდერძით თბილისის სომეხთა საქველმოქმედო საზოგადოებას დაუტოვა. ანდერძის მიხედვით, საზოგადოებას თანხა გორის მცხოვრებ ფარსადან დავითის ძე ხუდადოვისთვის უნდა მიეცა, მაგრამ არ მისცეს.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 13 ივლისს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა მე-2 გილდიის ვაჭარ ივანე დავითის ძე ხუდადოვის საქმე, რომლის ანდერძიც, შედგენილი თბილისის ნოტარიუს ა. პოლტარაცკისთან, იმავე სანოტარო ბიუროს მოხელეებმა ნურალოვმა და სკვორცოვმა გააყალბეს.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 13 ივლისს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა თბილისის მე-2 გილდიის ვაჭარ ივანე დავითის ძე ხუდადოვის საქმე, რომლის ანდერძის მიხედვით დატოვებული თანხა 3000 მანეთი ყალბი ვექილობით ფარსადან ხუდადოვის ნაცვლად მის შვილს, ნიკოლოზ ხუდადოვს გადასცეს.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს ყარამან ორჯონიკიძის საქმე, რომელსაც ადამიანის მოკვლის განზრახვა ედებოდა ბრალად.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს მაკა ყიფიანის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა ქურდობა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 14 ივლისს დ. ხონის წმ. გიორგის ეკლესიაში ილია ხონელის (ბახტაძის) სულის მოსახსენებელ წლიურ წირვას აკაკი წერეთელი დაესწრო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 14 ივლისს ხონში, წმ. გიორგის ეკლესიაში, ადგილობრივმა სამღვდელოებამ ილია ხონელის (ბახტაძის) სულის მოსახსენებელი წლის წირვა გადაიხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 14 ივლისს შუამთის მონასტერში ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოს კირიონის განკარგულებით გადაიხადეს ილია ხონელის, თავად რაფიელ ერისთავისა და მიხეილის (საბინინისა) სულის მოსახსენებელი წირვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 14 ივლისს მიხეილის ქუჩაზე მდებარე საზაფხულო თეატრში უნდა წარმოედგინათ ავქსენტი ცაგარლის კომედია „ციმბირელს", მაგრამ გადაიდო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 14 ივლისს ქალაქის ტექნიკოსმა შახნაზაროვმა დაათვალიერა სახლი, რომელსაც აშენებდა ქალაქის ექიმი პროზოროვსკი. აღმოჩნდა, რომ მან შეცვალა დამტკიცებული გეგმა – მესამე სართული დაამატა. შახნაზაროვმა მშენებლობა შეაჩერა, ოქმი შეადგინა და პროზოროვსკი პასუხისგებაში მისცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 14 ივლისს პოლიციის მე-8 ნაწილში ცეცხლი გაუჩნდა გრიგოლ ტერ-ტომაზოვის სახლს.

