რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 ივლისს პოლიციის მე-9 ნაწილში, ვარანცოვის ხიდზე, ფარსადანოვის ფეხსაცმელების მაღაზიასთან, პ. ტაბლიევი თავს დაესხა ევგენია როდიონოვას და მოკვლა სცადა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 15 ივლისს პ. ტაბლიევი პოლიციის მე-9 ნაწილში, ვარანცოვის ხიდზე, ფარსადანოვის ფეხსაცმელების მაღაზიასთან, ევგენია როდიონოვაზე თავდასხმის შემდეგ მტკვრის პირას გაიქცა და ორი ტყვია დაიხალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16-დან 22 ივლისამდე პავლე დოროჟნიკოვის ქსოვილების მაღაზიამ ფასდაკლება გამოაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 18 ივლისს კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზემ მთავარმართებლის სასახლეში მთხოვნელები მიიღო, რის შემდეგაც კოჯორში დაბრუნდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 18 ივლისს თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი ბორჩალოდან თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 18 ივლისს კომისიამ, რომლის თავმჯდომარე იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი, დაათვალიერა კონსულის ქუჩაზე მდებარე ქალაქის სახლი, რომელიც ეკავა ცეცხლისმქრობელ რაზმს. კომისიამ დაადგინა, რომ სახლი უვარგისი იყო, ამიტომ უნდა დაენგრიათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 18 ივლისს განსაკუთრებულმა კომისიამ, გამგეობის წევრის, ვარლამ ჩერქეზიშვილის თავმჯდომარეობით, თბილისის პოლიცმაისტერმა და ქალაქის ინჟინერმა ამბარცუმ ენფიაჯიანცმა დაათვალიერეს კონსულის ქუჩაზე მდებარე ქალაქის სახლი, რომელშიც იყო ცეცხლისმქრობელი რაზმის სადგომი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივლისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების შენობაში გიორგი თუმანიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა სხდომა, რომლის გადაწყვეტილებითაც კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენაზე ბეჭდვითი განყოფილება ჩააბარეს „კავკაზკი ვესტნიკის" გამომცემელ ვასილ ყორღანოვს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივლისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების შენობაში გიორგი თუმანიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა სხდომა, რომელსაც მინდობილი ჰქონდა კავკასიის სამეურნეო სამრეწველო გამოფენაზე ბეჭდვითი საქმის ცალკე განყოფილებად მოწყობის საკითხი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 20 ივლისს ფოთის ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე გაემგზავრა პეტერბურგში, საიდანაც მერე საზღვარგარეთ მიდიოდა იქაური ნავსადგურების სანახავად და მუშაობის გასაცნობად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ივლისს თელავის კლუბის დარბაზში ზაქარია ჩხიკვაძის ხელმძღვანელობითა და მელქო აჯიმამუდოვის მონაწილეობით გაიმართა ქართულ-რუსულ-სომხური კონცერტი, რომ თანხა მოეზიდათ სათეატრო შენობის ასაგებად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 24 ივლისს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებელმა და გუბერნიის ექიმმა თ. ც. ქიქოძემ დაათვალიერეს ქალაქის საყასბო და საკლავი ბაკი.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 25 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა თბილისის მაზრის სოფ. პატარძეულის მცხოვრებ ალექსი გიორგის ძე უსუფაშვილის საქმე. მას ბრალად ედებოდა რაჭის მაზრის სოფ. ჭონის მცხოვრებ 14 წლის ვასილ კერვალიშვილის მოკვლა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ივლისს, ნაშუადღევს, პოლიციის მე-10 ნაწილში, ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის სადგურზე, ცეცხლი გაუჩნდა საქონლის საწყობს. ხანძრის ჩაქრობისას სასიკვდილოდ დაშავდნენ საქონლის სადგურის ღამის დარაჯები დავით ხვედელიანი და ნესტორ ლობჟანიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ივლისს, ნაშუადღევს, პოლიციის მე-10 ნაწილში, ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის სადგურზე ცეცხლი გაუჩნდა საქონლის საწყობს. ცეცხლისმქრობელ რაზმსა და მუშებს ჩაქრობისას ხელმძღვანელობდა თბილისის პოლიცმაისტერი კოვალიოვი, იქ იყვნენ ასევე რკინიგზის უფროსის თანამდებობის აღმასრულებელი ი. ს. შაიკევიჩი, რკინიგზის ჟანდარმთა უფროსი, მატარებლების მოძრაობის უფროსი ინჟინერი ბულგაკოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ივლისს, ნაშუადღევს, პოლიციის მე-10 ნაწილში, ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის სადგურზე, ცეცხლი გაუჩნდა საქონლის საწყობს. ხანძრის ჩაქრობის დროს გვერდში დაიჭრა თბილისის დეპოს მემანქანე მიხეილ ანდრეევი და დაშავდა თბილისის სადგურის უფროსი კაზიმირ კულჩინსკი.

