საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87845

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბერს ქუთაისის საბჭოს დარბაზში დანიშნულ ქალთა წრის კრებაზე ელენე ბახტაძეს ქალთა საკითხზე უნდა ესაუბრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ნ. ბაგრატიონისამ და დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონმა 10-10 მანეთი შესწირეს, ედიშერ (ხიდორ) ბეგიშვილმა, სალომე ჭიჭინაძისამ და ვერა ალშიბაიასამ – 5-5 მან.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ვიქტორ ყიფიანს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამშენებლო კომიტეტმა სკოლის მეორე სართულის მშენებლობისთვის 3500 მანეთი მისცა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს რუდოლფი კავკასიის ოლქის მზრუნველი იყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩილ ჯორჯაძეს დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფია უნდა შეედგინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სათათბიროს დეპუტატი ვარლამ გელოვანი პეტერბურგში გაემგზავრა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ანტონ ივანეს ძე დანკევიჩი იმერეთის გუბერნიის კოლეგიის მდივანი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს გენერალ-მაიორ ვასილ სიმონის ძე სოტნიკოვს ექვემდებარებოდა გუბერნიის უმცროსი მდივანი, თავადი მიხეილ ბართლომეს ძე თუმანოვი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ნიკოლოზ ჯაყელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამშენებლო კომიტეტის ხაზინადარი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს თამარ დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამშენებლო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამშენებლო კომიტეტის შემოსავალი 4843.75 მანეთი იყო, გასავალი კი — 3650 მაn. 1916 წლის პირველი იანვრისთვის სალაროში 1193.75 მანეთი დარჩა. ფაქტი ხელმოწერით თამარ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამშენებლო კომიტეტმა მურთუზ მუხთაროვისგან 500 მანეთი მიიღო, ლევან თუმანიშვილისგან კი — 300 მან.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამშენებლო კომიტეტმა ნიკოლოზ ჯაყელისგან 500 მანეთი მიიღო, იოსებ დადიანისგან კი — 200 მანეთი.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს კოლეგიის მრჩეველი ალექსანდრე გრიგოლის ძე ალხიმოვიჩი თბილისის გუბერნიის ხაზინდარი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამშენებლო კომიტეტმა შალვა რამიშვილს სკოლის მეორე სართულის მშენებლობისთვის 150 მანეთი მისცა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობამ ალექსი ალხაზიშვილისგან სესხად 150 მანეთი მიიღო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს გენერალ-ლეიტენანტი პეტრე ანტონის ძე ლაბინსკი ამიერკავკასიის საქალაქო სამმართველოს უფროსი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამშენებლო კომიტეტმა ალექსანდრე გამსახურდიასგან 7 მანეთი მიიღო, საზოგადოების გამგეობისგან კი 3000 მანეთი ისესხა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამშენებლო კომიტეტმა კალენიკე ცისკარიძისგან 150 მანეთი მიიღო, დავით თედეშვილისგან კი — 25 მანეთი.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს კავკასიის რწმუნებულის საკანცელარიოს დიპლომატიურ კორპუსში სპარსულისა და თათრული ენების მთარგმნელი იყო პრაპორშიკი მირზა ფედ-ალი ახუნდოვი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობამ მეთოდე კაკაბაძის ბინის ქირა – 300 მანეთი გადაიხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე ვარდოვნა დადიანისამ წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებლისთვის თანხის შემომწირველთა სია გამოაქვეყნა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს თავადი პაველ შამირის ძე მელიქ-ბელიაროვი კავკასიის რწმუნებულის კანცელარიის დიპლომატიურ კორპუსში ქართულისა და სომხური ენების თარჯიმანი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტს ბილეთების საფასურით 6977.38 მანეთი შეუვიდა, აბონემენტების საფასურით — 1013.40 მანეთი, პროგრამებით — 222.6, სხვა წვრილი მოგებით კი — 220.98 მანეთი. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ტურკევიჩი ეკატერინა პამპალოვის მოტაცების საქმეზე დაკავებულების – პაატა გედევანიშვილისა და მიხეილ მუხრანსკის ადვოკატი იყო.