რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 სექტემბერს ავჭალის ქუჩაზე, სახალხო კითხვათა და წარმოდგენათა დარბაზში, ზაქარია გულისაშვილის დრამა „დრონი მეფობენ“ წარმოადგინეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 სექტემბერს სახალხო კითხვათა და წარმოდგენათა შენობაში დაინიშნა პირველი ქართული სპექტაკლი, უნდა წარმოედგინათ იერემია გულისაშვილის „დრონი მეფობენ".
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 სექტემბერს ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი ა. ა. კალაჩოვი თბილისში ჩამოვიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 სექტემბერს ერევნის გუბერნატორი გრაფი ტიზენჰაუზენი თბილისში ჩამოვიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდნენ ლეჩხუმის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი ე. დ. გელოვანი, ბაქოს ოლქის სასამართლოს წევრი დ. მ. ღოღობერიძე, აგრონომი ვლადიმერ სტაროსელსკი და ვარშავიდან გენერალ-მაიორი თორნიკე ვახვახიშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 სექტემბერს ქართულ თეატრში წარმოადგინეს დავით კლდიაშვილის ახალი პიესა:„ირინეს ბედნიერება".
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 23 სექტემბერს თბილისში ბაქოს მატარებლით ჩამოვიდა სომხეთის კათალიკოსი მკრტიჩ I. კათალიკოსი პირდაპირ წავიდა ვანქის ეკლესიაში, სადაც მას მიეგებნენ თბილისის სომხური სამღვდელოება და სომხური სემინარიის მოწაფეები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 სექტემბერს ქალაქის მოურავის მოადგილის თანამდებობაზე ახლად დამტკიცებული მ. ს. შესტაკოვის თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისის ქალაქის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილეს 17 სექტემბრის სხდომაზე დარჩენილი საკითხები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 სექტემბერს თბილისის ქალაქისთავის მოადგილე მ. ა. შესტაკოვი წარდგა კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინის წინაშე.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წლის 26 სექტემბერს ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ლუკა იოანეს ძე ჩომახიძე გარდაიცვალა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901-17 წლებში რაჟდენ თომას ძე ხუნდაძე ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 სექტემბერს, დილის 9 საათზე, კავკასიის მთავარმართებლის სასახლეში თავად დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილისა და თავად სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძის მეთაურობით საქართველოს ყველა კუთხის თავად-აზნაურები წარუდგნენ ხელმწიფე-იმპერატორის წარმომადგენელს, დიდ მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძეს საიუბილეო დღესასწაულზე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სამმართველომ თბილისის სახელით გამართა სადღესასწაულო საუზმე, რომელზეც მიწვეული იყვნენ საქართველოს ეგზსარქოსი ფლაბიანე, სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ I და სხვა საპატიო ადამიანები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 სექტემბერს კავკასიის გამოფენაზე მცირე კომისია ალექსანდრე ქალანთარის თავმჯდომარეობით შეუდგა მეაბრეშუმეთა ექსპონატების ანალიზს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიაში გაიმართა ლიტერატურისა და მუსიკის საღამო, რომელზეც მიწვეულები იყვნენ საქართველოს ეგზარქოსი, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე, იმერეთის – ლეონიდე და გორის – კირიონ II.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 სექტემბერს თბილისის სასამართლო პალატამ განიხილა ქუთაისის გუბერნიის მცხოვრებ ივანე აგიაშვილის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა მთავრობის წინააღმდეგ მოქმედება.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის სასამართლო პალატამ ივანე აგიაშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ჩამოერთვა ყველა უფლება-უპირატესობა და ოთხი წლით მადანზე სამუშაოდ გაგზავნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 სექტემბერს კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა გამართა საუზმე თავადაზნაურობისა და ქალაქის წარმომადგენლებისთვის.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 სექტემბერს არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიმართა რ. ი. ჩერნეცკაიას კონცერტი.

