რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ დიმიტრი არაყიშვილის სიმღერების დაბეჭდვის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ბეგოიძეს 37.33 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმების მიხედვით, საზოგადოებამ გიორგი ქართველიშვილის სამგლოვიარო გვირგვინში 9.70 მანეთი გადაიხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ავალიშვილს სექტემბრის ჯამაგირი 25 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 128.80 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეატყობინა, რომ ეკატერინე გაბაშვილის ყულაბაში 8. 30 მანეთი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეატყობინა, რომ ელენე ბაბუთოვისას ყულაბაში 88 კაპიკი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 28-ე სხდომას დაესწრნენ: ვალერიან ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 9 ოქტომბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების დარბაზში გაიმართა კავკასიის შიდა მრეწველთა კრების სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო აგრონომი არტემ ფირალოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს არტემ ფირალოვის თავმჯდომარეობით გამართულ საოჯახო მრეწველობის წარმომადგენელთა სხდომებზე იმსჯელეს საოჯახო მრეწველობის ტექნიკურ გაუმჯობესებასა და ხელოსნებს შორის ტექნიკური ცოდნის გავრცელების შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით წარმოადგინა მიხეილ ნასიძის მიერ თარგმნილი დრამა.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წლის 12 ოქტომბერს ჭელიშის მონასტრის წინამძღოლი დანიელ ახვლედიანი გარდაიცვალა.

