რეგისტრირებული ფაქტები87837
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 დეკემბერს დავით თედეშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმში აღნიშნა, რომ ბაქოს განყოფილება სიმბოლურად არსებობდა.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: მალაქია ტოროშელიძე, გრიგოლ კუჭაიძე და შაბანოვი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. კიცხის ორკლასიან სამინისტრო სკოლაში, რომლის ზედამხედველიც იყო სავლე აბულაძე, სამი მასწავლებელი მუშაობდა და მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის გამო მეოთხის დანიშვნას ითხოვდნენ.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ბაგრატ მაჩაიძე, ნესტორ ლაკობა, ზაქარია ლორთქიფანიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ დავითის ძე მაჭავარიანის ცხედარი ერევნიდან ქუთაისში მატარებლით უნდა გადმოესვენებინათ.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ალექსანდრე ჯატიევი, შალვა მათიკაშვილი, ვალერიან ვაშაკიძე.
1934
ტიპი: ორგანიზაცია
1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ს. თოდრია, გიორგი სტურუა და გიორგი ყურულაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორს, გროზდოვს სურდა, რომ ქართველ ბავშვებს სწავლის დაწყებისთანავე დაეწყოთ რუსული ენის შესწავლა. სკოლის საბჭო მას არ დაეთანხმა და პირველი განყოფილების სიაში რუსული ენა სექტემბრის ნაცვლად იანვრიდან შეიტანა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძემ ხონში ცხენისწყალი გაიყვანა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 6 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში მალაქია ჭუბაბრიას, მიხეილ დავითის ძე წულუკიძისა და ალექსანდრე გრიცის საქმის განხილვის დროს პალატის თავმჯდომარე იყო ვრასსკი, ხოლო მისი წევრები იყვნენ კოლბასინი და სტალინსკი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს მარიამ მაღნარაძემ, დუტუ ხარბედიამ და გრიგოლ ხუნწარიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას თითო მანეთი შესწირეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს რაჟდენ გამსახურდიამ, ირაკლი კალანდარიშვილმა და ალექსანდრე ჩხეტიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას თითო მანეთი შესწირეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ვალერიან გეგეჭკორმა, ანტონ კიკიანმა და იონა ანჯაფარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას თითო მანეთი შესწირეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგიდან გრიგოლ აბაშიძის გადმოსასვენებელი თანხის შეგროვება ბათუმში სიმონ გურგენის ძე მდივანს დაავალეს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ხრესილში აკაკი წერეთლის სახელობის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველო დაარსდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ერმილე ბოჭორიშვილი და ისიდორე ქარქაშაძე ხრესილის აკაკი წერეთლის სახელობის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრები იყვნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ვახტანგ ჩიჩუა და ილია კოხრეიძე ხრესილის აკაკი წერეთლის სახელობის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრები იყვნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის თეატრში ქალაქის სამომხმარებლო საზოგადოების კრება იყო დანიშნული. გამგეობის სახელით იასონ გაბილაიას უნდა წაეკითხა მოხსენება საზოგადოების 12 უპირატესობის შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ ე. პ. ხოჯევანოვისამ 5. 10 მანეთი შესწირა, პ. გ. მიქელაძემ და ს. ა. კორგანოვმა – 5-5 მან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგიდან გრიგოლ აბაშიძის გადმოსასვენებელი თანხის შეგროვება ქუთაისში გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩსა და კიტა აბაშიძეს დავალეს.

