რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ოქტომბერს კავკასიის მეღვინე-მევენახეების სხდომაზე უფროსი აგრონომის, ვლადიმერ სტაროსელსკის წინადადებით მიიღეს გადაწყვეტილება, კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებისთვის ეთხოვათ წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთის მეღვინე-მევენახეთა საერთო კრებაზე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ოქტომბერს გიორგი ევანგულოვის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ ქალაქის მოურავის მოადგილე ბ. ბ. შესტაკოვი, საბჭოს ზოგიერთი ხმოსანი, ივანე ჩერქეზიშვილი და ევგრაფ ხოსროევი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქის მოურავის გიორგი ევანგულოვის გარდაცვალების მეორმოცე დღეს, გადაიხადეს მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ნოემბერს ნავთლუღის 44-ე დრაგუნთა პოლკმა საპოლკო დღესასწაული აღნიშნა. პოლკის ეკლესიაში გადაიხადეს სამადლობელი პარაკლისი, რომელსაც მთავარმართებელი გოლიცინი დაესწრო.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
შავარშ დავითის ძე გალუსტიანცი დაიბადა 1901 წლის 30 ნოემბერს ქ. თბილისში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 ნოემბერს, წმინდა ანდრია მოციქულის დღესასწაულზე, თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში უკანასკნელად ჩაატარა წირვა საქართველოს ეგზარქოსად მყოფმა ხარკოვის არქიეპისკოპოსმა ფლაბიანემ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის პირველი დეკემბრიდან 1904 წლის 20 მაისამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ლეღვნის სასწავლებელში მუშაობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის დეკემბერში ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ლანჩხუთის სკოლისთვის გამოყო 466 მანეთი და 77 კაპიკი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის დეკემბერში ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილს მისწერა, ქუთაისის სკოლაში გერმანული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ ჩაეტარებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის დეკემბერში ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ელიავამ, ივანე გომართელმა, კონსტანტინე ჯაფარიძემ, არჩილ ჯორჯაძემ, ივანე რატიშვილმა, გიორგი დეკანოზიშვილმა და იაკობ ღულაძემ ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნის საკითხი განიხილეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ დეკემბერს ქართულ თეატრში უნდა გამართულიყო ქართული კონცერტი ფილიმონ ქორიძის ლოტბარობითა და 30-კაციანი ხოროს მონაწილეობით.
1901
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1901 წლის 2 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსად ნამყოფი ხარკოვის არქიეპისკოპოსი ფლაბიანე თბილისის საზოგადოებას გამოეთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 დეკემბერს გიმნაზიის დარბაზში თბილისის პირველი გიმნაზიის დირექტორად ნამყოფი ლევ ლევის მორკოვის თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთიდან გადმოსახლებულთა თბილისის დამხმარებელ საზოგადოების წევრთა საზოგადო კრება, რომელსაც 510 წევრიდან მხოლოდ 14 დაესწრო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 დეკემბერს ქუთაისის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი ქალაქის თვითმმართველობის დარბაზში მივიდა და გაეცნო ქალაქის წარმომადგენლებს. მას სიტყვით მიმართა ქალაქის მოურავმა დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძემ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 36-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ელიავამ საზოგადოების სხდომის ოქმში განაცხადა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი საზოგადო კრება 1879 წლის 15 მაისს შედგა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ საგანგებო შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხიდან 5554.9 მანეთი ისესხა.

