რეგისტრირებული ფაქტები87825
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვასო აბაშიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „ციმბირელი“ მაზუთიანის როლს ასრულებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 იანვარს ქართულ თეატრში დავით მესხის მიერ ნათარგმნი ხუთმოქმედებიანი პიესა „ადრიანა ლეკუვრერი“ უნდა წარმოედგინათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჩოხატაურის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობამ თანხის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა ნოვოროსიის ცემენტის ქარხნის მუშებს – მოსე უნგიაძეს, პროკოფი ინწკირველს, მელიტონ ლომთათიძეს, დათიკო თავბერიძეს, აქვსენტი კვაჭანტირაძესა და ნიტიფო ხუხუნაშვილს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს გედევან გედევანოვი ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „ციმბირელი“ პეტუას როლს ასრულებდა, კანდელაკი კი – ოსეფას როლს.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში პეტრე ფიოდორის ძე პოდოროჟკო თბილისის სამხარეო სასამართლოს მსაჯული იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ალექსანდრე ლაზარეს ძე ტაიროვი თბილისის პოლიციის სამმართველოში კერძო აღმსრულებლად მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს მასწავლებელმა გ. სვანიძემ სოფ. გუბის აკაკის სახელობის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 5 მანეთი შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე ფოთის მოურავმა, ნიკოლოზ ნიკოლაძემ კავკასიის საფილოქსერო კომიტეტს სამაგალითო ვენახის გაშენებაში დახმარება სთხოვა. კომიტეტმა ფოთში ნიადაგის შესწავლა და იქ ვენახის გაშენება აგრონომ სტაროსელსკის დაავალა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ლუკა სტეფანეს ძე ისარლოვი თბილისის სამხარეო მმართველის დამხმარე იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში კონსტანტინე თეოდორეს ძე მიხნევიჩი თბილისის სამხარეო მოსამართლე იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ივან ლავრენტის ძე პავლოვიჩი თბილისის სამხარეო პროკურორი იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ალექსანდრე ივანეს ძე კვეზერელი-კოპაძე თბილისის სათავადაზნაურო საბჭოს თარჯიმანი იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში პორუჩიკი რაფიელ ოსიპის ძე სულხანოვი თბილისის ციხის საკნების ზედამხედველი იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში პოდპორუჩიკი ივანე იაკობის ძე იაკოვლევი თბილისის პოლიციის სამმართველოს სახანძრო განყოფილების უფროსი იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს თბილისის სამშენებლო კომისიის წევრები იყვნენ ონოფრე გრიგოლის ძე ჩერნეცკი და იაკობ ალექსანდრეს ძე ივანოვი.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ტიტულოვანი მრჩეველი ივანე გრიგოლის ძე ამიროვი თბილისის გუბერნიის სამშენებლო კომისიის ხაზინადარი იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში პოლკოვნიკი ალექსანდრე ანდრიას ძე შოსტაკი თბილისის გუბერნიის პოლიცმაისტერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში გენერალ-მაიორი, თავადი დიმიტრი ჯამბაკურ-ორბელიანი თბილისის თავადაზნაურობის წარმომადგენელი იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ფიოდორ სტეფანეს ძე ზაიკოვსკი თბილისის სამხარეო მოსამართლის მდივანი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 იანვარს ქართულ თეატრში კოტე მესხისა და ადამიძის მონაწილეობით ხუთმოქმედებიანი პიესა „ადრიანა ლეკუვრერი“ უნდა წარმოედგინათ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს ილარიონ ბოლქვაძე, ბესარიონ ხინთიბიძე, ლევან თოდრია, ლევარსი ბოლქვაძე, თეოფილე ჩხიკვიშვილი და ისიდორე ჩიგოგიძე ნოვოროსიის ცემენტის ქარხნის მუშები იყვნენ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს ვარლამ გოგიტაძე, ვარლამ ანდღულაძე, ესოფ გოგიტაშვილი, კოსტა დოლიძე, სარდიონ ბოლქვაძე და ლევარსი ლომთათიძე ნოვოროსიის ცემენტის ქარხნის მუშები იყვნენ.

