საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87825

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 იანვარს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ვალერიან გუნიას ერთმოქმედებიანი პიესა „არც აქეთ, არც იქით“.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს მიხაკო მუხაშარია, სანდრო გაგუა, იესე დოლიძე, სილიბისტრო გაგუა და სამსონ გოგიტიშვილი ნოვოროსიის ცემენტის ქარხნის მუშები იყვნენ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს თავადი მიხეილ ოსიპის ძე თუმანოვი იმერეთის გუბერნიის პროკურორი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში კოლეგიის ასისტენტი ფედოსი ასტაფის ძე ლევიცკი თბილისის პოლიციის სამმართველოს კანცელარიაში მუშაობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 იანვარს ქართულ თეატრში ნიკოლოზ თამაზიშვილისა და ივანე კარბელის მონაწილეობით ხუთმოქმედებიანი პიესა „ადრიანა ლეკუვრერი“ უნდა წარმოედგინათ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ილარიონ პაიჭაძე, მელქისედეკ ელიაძე, ანდრია სამსონია, ნესტორ კალანდაძე, ივანე მახარაძე და ივანე კალანდაძე ნოვოროსიის ცემენტის ქარხნის მუშები იყვნენ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ვასილ პეტრეს ძე შულჟევსკი თბილისის გუბერნიის პროკურატურაში კლერკად მუშაობდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 9 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ ე. გუგუნავას საქმე განიხილა. მას ოლქის სასამართლოსგან ხუთი წლით ციხე ჰქონდა მისჯილი. პალატამ ის გაამართლა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ტრაბეზნიკოვი ნაფიცი ვექილი იყო. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მელიტონ ფანჯარაძემ სიმინდისა და ფქვილის მოპარვა აღიარა და ის დააპატიმრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ფარნა გეგგელიას საქმე უნდა განეხილა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ალექსანდრე იოსების ძე თამამშევი თბილისის საქალაქო სამმართველოს წევრი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჩოხატაურის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობამ თანხის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა ნოვოროსიის ცემენტის ქარხნის მუშებს: ილარიონ პაიჭაძეს, მელქისედეკ ელიაძეს, ანდრია სამსონიას, ნესტორ კალანდაძეს, ივანე მახარაძესა და ივანე კალანდაძეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს დადგმულ ოპერაში „ფაუსტი“ მარშადი მარგარიტას როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ვასილ აბაშიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „მშვენიერი ელენას მაძიებელნი“ ღომაძის როლს ასრულებდა, გედევან გედევანოვი კი – მახოხაძის როლს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფარნა გეგელიას საქმის განხილვა შვიდ წელს გრძელდებოდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ზაალ ზაქარიას ძე ზაალოვი თბილისის საქალაქო სამმართველოს წევრი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიმინდისა და ფქვილის მოპარვის ბრალდებით პოლიციამ ლუარსაბ უგულავა დააპატიმრა, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ნოემბერს სპირიდონ თორთლაძემ არტემ თავზაროვი დანით მოკლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მოსკოვში გამართულ ილიას საღამოზე გრიგოლ ვეშაპიძემ ილია ჭავჭავაძის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ანტონ ადამის ძე სტოიცკი იმერეთის გუბერნიის მიწისმზომელის დამხმარე იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ფიოდორ გრიგოლის ძე ივანოვი თბილისის სამხარეო რაიონის მიწისმზომელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს სტეფანე გაბრიელის ძე ხატისოვი თბილისის ქალაქისთავი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ივანე ნიკოლოზის ძე სურგუნოვი სისხლისა და საქალაქო სასამართლოს პალატის სხდომის მდივანი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 13 ნოემბერს დადგმულ ოპერაში „ევგენი ონეგინი“ ობრაზცოვი ონეგინის როლს ასრულებდა.