საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს დავით პავლიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ბარისახოს სკოლისთვის ქართულენოვანი წიგნები უსასყიდლოდ გაეგზავნათ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 24 დეკემბრის სხდომის ოქმის თანახმად, დავით პავლიაშვილი ბარისახოს სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ თონეთის სკოლის მასწავლებლებს დაავალა, რომ განვლილი და გასავლელი სასწავლო პროგრამის შესახებ გამგეობისთვის ეცნობებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ელიავამ, ივანე გომართელმა, კონსტანტინე ჯაფარიძემ და საზოგადოების სხვა წევრებმა ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნის საკითხი განიხილეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ელიავამ ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნისთვის საჭირო ცნობების მოგროვებაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ არჩილ ჯორჯაძეს ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნისთვის საჭირო ცნობების მოგროვება დაავალა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ელენე ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ თუ გამგეობა ყვარელში ნიკოლოზ ჭავჭავაძის ხსოვნის საპატივსაცემოდ სახალხო სამკითხველოს ააშენებდა, ის ხარჯებს სრულად აანაზღაურებდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ელენე ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნაზე ეზრუნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ წერილი, რომელშიც ელენე ჭავჭავაძე ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნას ითხოვდა, ხელის მოსაწერად უკან გააგზავნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს სამსონ ვაშაყმაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მათი გამოცემული წიგნები ოზურგეთის ბიბლიოთეკისთვის უსასყიდლოდ გადაეცათ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 24 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, სამსონ ვაშაყმაძე ოზურგეთის ბიბლიოთეკის გამგე იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ იოსებ ოცხელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდის დადგენილ ვადაზე ადრე ჩატარების მიზეზის ახსნა სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ თონეთის სკოლის მასწავლებლებს მისწერა, რომ გამგეობის მიერ შემუშავებული სასწავლო გეგმის შედგენისა და შესრულებისთვის დიდი ყურადღება დაეთმოთ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით კონსტანტინე თავართქილაძეს კალენდრების შედგენისა და წიგნებზე მუშაობისთვის 100 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით იაკობ გოგებაშვილს 600 მანეთი გადაუხადა, ზაქარია გრიქუროვს – 200.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წიგნის მაღაზიისა და სკოლის შემოწმება გიორგი ლასხიშვილსა და ივანე გომართელს მიანდო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ზაქარია ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკიდან დიმიტრი ბაქრაძის „მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ და ვახუშტი ბატონიშვილის „გეოგრაფია“ ითხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ოლღა მირზაშვილმა თონეთის სკოლიდან შვიდ იანვრამდე შვებულება ითხოვა. მისი წინადადება დააკმაყოფილეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოუწოდა, ღარიბი სახალხო სკოლების დასაფინანსებლად სამასწავლებლო ფონდიდან 20 თუმანი გამოეყოთ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ღარიბ სახალხო სკოლებში „ჯეჯილის“ გასაგზავნად 10 თუმანი გამოეყოთ. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ნიკოლოზ ცხვედაძემ ლუკა რაზიკაშვილს 5 თუმანი ასესხა. ეს თანხა მისთვის ნაშრომებში აღებული ჰონორარიდან უნდა ჩამოეჭრათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა დამატებითი ხარჯის თავიდან ასარიდებლად ბათუმის სკოლაში მესამე მასწავლებლის გაგზავნაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით იაკობ გოგებაშვილის მიერ 100 მანეთით დაფინანსებულ ღარიბ სახალხო სკოლებს გოგებაშვილის სახელობის სკოლის წოდება მიანიჭა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღეს, გორის ეპისკოპოსმა, ყოვლად სამღვდელოება კირიონმა სადღესასწაულო წირვა და პარაკლისი გადაიხადა სიონის საკრებულო ტაძარში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 დეკემბერს გაიხსნა ახლად გაკეთებული დაბახანის ხიდი, რომლის კურთხევას დაესწრო თავადი გოლიცინი მეუღლესთან ერთად.