რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-1903 წლებში ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი გაზეთ „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 1-ელ იანვარს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ვექსილს, რომლის მიხედვითაც ვალდებული იყო თბილისის ქაღალდის ფაბრიკის ამხანაგობისთვის 7 თვეში 275 მანეთი გადაეხადა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლიდან დანიელ გაბრიელის ძე მასლოვი ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში მეფუტკრედ მუშაობდა.
1902
ტიპი: მფლობელობა
1902 წელს ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი რემონტის დასრულების შემდეგ თბილისში, ანდრეევის №22-ში შეძენილ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წელს ილია ჭავჭავაძემ ანდრია ღულაძესა და გიგო თოიძესთან ერთად კონსერვების დამამზადებელი ამხანაგობა „ანკარა“ ჩამოაყალიბა და საგურამოში სახლის წინ დაიწყო წარმოება.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-13 წლებში ზაქარია სიმონის ძე მჭედლიძე სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-04 წლებში თეოფილე იოვანეს ძე ნინიკაშვილი სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-17 წლებში ნიკოლოზ იესეს ძე გაბელაშვილი სოფ. ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-1917 წლებში გიორგი ლეონტის ძე სოხაძე მიქარწმინდის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-1907 წლებში სიმონ პეტრეს ძე თვარაძე ზნაკვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-06 წლებში ლავრენტი ნიკოლოზის ძე ცქიტიშვილი სოფ. გოგნის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს გრიგოლ ბესარიონის ძე ნადირაძე სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-14 წლებში კაპიტონ ანტონის ძე სარალიძე სოფ. გორისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

