საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93611

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ნოემბერში გრიგოლ ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თავისი წიგნის „Периодическая печать Кавказа“ შეძენის თხოვნით მიმართა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძეს ბათუმიდან ივანე მესხი და მიხეილ ბეთანელი ესტუმრნენ. მათ სურდათ, რომ ილია ბათუმის მერობის კანდიდატთა შერჩევაში დახმარებოდა, ილიამ სტუმრებს ბათუმის მერად ივანე ანდრონიკაშვილის კანდიდატურა შესთავაზა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ნოემბერში ალექსანდრე სარაჯიშვილმა კავკასიის საცენზურო კომიტეტს მისწერა, რომ თანახმა იყო, 6 თვით გაზეთ „ივერიის“ რედაქტორად დაენიშნათ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ და ალექსანდრე სარაჯიშვილმა ბეჭდვითი საქმის მთავარ სამმართველოს აცნობეს, რომ ილიამ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება სარაჯიშვილს გადასცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ნოემბერში ნ. ი. თამამშევმა თბილისის ქალაქისთავის მოადგილეს გააცნო მოსაზრებები, რა დაუჯდებოდა ქალაქს შრომის ბიუროსა და შრომის მაძიებელთა თავშესაფრის აშენება.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის შიდა მრეწველობის კომიტეტმა შიდა მრეწველობისათვის საჭირო იარაღებისა და სამაგალითო ნიმუშების შესაძენად 300 მანეთი გადადო. ეს საქმე არტემ სტეფანეს ძე ფირალოვს დაავალეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 11 ნოემბერს სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომაზე ვ. პ. კუზალოვი აუდიტორიის გამგედ აირჩიეს.

1901

ტიპი: ავტორობა

მ. მ. თუმანოვმა ქალაქის გამგეობას სთხოვა, 1901 წლის ნოემბერში განეხილათ მის მიერ თბილისში დაარსებული ხალიჩების საქსოვი სახელოსნოს საკითხი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის ნოემბერში ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის კომიტეტმა ეკლესიის წიგნსაცავის დარბაზში გამართა კრება გენერალ-ადიუტანტ ივანე გივის ძე ამილახვრის თავმჯდომარეობით.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ნოემბერში ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის კომიტეტის კრებაზე არქიტექტორმა ლეოპოლდ ბილფელდმა კრებას წარუდგინა თავისი შედგენილი ხარჯთაღრიცხვა (103 000 მანეთის ოდენობის) ქაშვეთის ახალი ეკლესიის ასაშენებლად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ნოემბერში ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომიტეტის კრებაზე არქიტექტორმა ლეოპოლდ ბილფელდმა კრებას წარუდგინა თავისი შედგენილი ქაშვეთის ახალი ეკლესიის ასაშენებელი გეგმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1 ნოემბერს ქართულ დრამატულმა დასმა სათავადაზნაურო თეატრში მსახიობ კონსტანტინე შათირიშვილის საბენეფისოდ წარმოდგენა გამართა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში ქართულმა დრამატულმა დასმა გამართა წარმოდგენა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ხმოსან ა. ს. ბაბოვის მიერ წარდგენილი სკოლის პროექტი ქალაქის სასწავლებელთა გამგე-კომისიას 1 ნოემბერს უნდა განეხილა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო ფული შეიტანეს დავით მელიქიშვილმა და იოსებ დადიანმა. მათი თავმდებნი იყვნენ ნიკო ცხვედაძე და ილია ჭავჭავაძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა მათე სუხიაშვილმა. მისი თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, გრიგოლ ყიფშიძე და იაკობ გოგებაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო ფული შეიტანეს; ივანე ვაჩნაძემ, გიორგი ამირეჯიბმა და გერასიმე ჯაშმა. მათი თავმდებნი იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, ივანე ელიაშვილი, გიორგი იოსელიანი და გრიგოლ ყიფშიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა კონსტანტინე მაყაშვილმა. მისი თავმდებნი იყვნენ: გრიგოლ ყიფშიძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო ფული შეიტანეს ისიხი ნაკაშიძემ და სამუელ კანდელაკმა. მათი თავმდებნი იყვნენ: ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა ლავრენტი ტუღუშმა. მისი თავმდებნი იყვნენ: გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო ფული შეიტანეს სპირიდონ გორდელაძემ და ალექსი გერსამიამ. მათი თავმდებნი იყვნენ: გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა იაკობ ფანცხავამ. მისი თავმდებნი იყვნენ გრიგოლ ყიფშიძე, იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა არჩილ ჯორჯაძემ. მისი თავმდებნი იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვალერიან ლორთქიფანიძე და პეტრე მირიანაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა ივანე ახალშენიშვილმა. მისი თავმდებნი იყვნენ: ალექსანდრე სარაჯიშვილი, პეტრე მირიანაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ალექსანდრე მიქაბერიძე.