რეგისტრირებული ფაქტები93611
სორტირება თარიღი მზარდობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ნოემბერს ქართულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასმა წარმოადგინა ავქსენტი ცაგარლის მიერ თარგმნილი ლენიერის 5-მოქმედებიანი მელოდრამა „ორი ობოლი".
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ნოემბერს ქართულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასმა წარმოადგინა ლენიერის 5-მოქმედებიანი მელოდრამა „ორი ობოლი“ მარია მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის მონაწილეობით.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 11 ნოემბერს სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომის მდივნად აირჩიეს ს. გ. კაპანაკოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ნოემბერს დასრულდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება. თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე. კრებამ ფეხზე ადგომით პატივი სცა ბათუმის გარდაცვლილი ქალაქისთავის, ლუკა ასათიანის სახელს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ნოემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოებაში გაიმართა თბილისის სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომა მიტკევიჩის თავმჯდომარეობით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11660.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ 898.81 მანეთი გასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას 2237.31 მანეთი შეუვიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 5094.36 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 33-ე სხდომას ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 33-ე სხდომას დაესწრნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი და იაკობ ღულაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 28 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე საზოგადოებას 22564.82 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იოსებ ოცხელს აცნობეს, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გერმანული ენის სწავლება მეოთხე კლასიდან დაეწყოთ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს იოსებ ოცხელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გაკვეთილების ცხრილი გააცნო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქუთაისში წიგნების ჩამოტარებით გაყიდვაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 13 ნოემბრიდან ქუთაისის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად გერასიმე ცაგარეიშვილი დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 13 ნოემბერს მ. საღარაძემ ქუთაისის სკოლაში ისტორიის გაკვეთილების ჩატარებაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ პართენ გოთუას მისწერა, რომ ვლადიკავკაზის სკოლის გამგის თანამდებობაზე უარი არ ეთქვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გომარეთის სკოლას 3.60 მანეთის ღირებულების საკანცელარიო ნივთები გაუგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თონეთის სკოლას 8.50 მანეთის საკანცელარიო ნივთები გაუგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ახალქალაქში სამკითხველოს გახსნის საკითხი სხვა სხდომაზე განსახილველად გადადო.

