რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წელს ახალციხის რაიონის სოფ. უდეში გარდაიცვალა ეკლესიის სამშენებლო კომიტეტის თავმჯდომარე და წიგნთსაცავ-სამკითხველოს გამგებელი იაკობ პავლეს ძე მერაბოვი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902-06 წლებში რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაია ავლაბარში გამართულ ყველა წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქ. თბილისის საბჭოში სასულიერო წოდების მხრიდან დეპუტატად არჩეული იყო დიდუბის ეკლესიის მღვდელი მიხეილ დავითის ძე ცინცაძე.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს სამოსამართლო პალატამ განიხილა ილარიონ გაგნიძის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ყაზბეგის ქალთა სკოლის გამგეობამ მადლობა გადაუხადა ნატალია ალექსანდრეს ასულ ხერხეულიძისას 100 მანეთის, ელენე დავითის ასულ ერისთავისას და ნინა პართენის ასულ ბარათაშვილისას 20-20 მანეთის შეწირვისათვის.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს დაწესებულების მოხელეებმა გადაწყვიტეს, თბილისში ფული შეეგროვებინათ და განსვენებული ი. ი. ტიხეევის სახელზე საბაღოსნო სკოლაში სტიპენდია დაეარსებინათ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ი. ს. ამიროვის ანდერძით თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში დაინიშნა სტიპენდია ღარიბი ქართველი მოსწავლეებისთვის.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ი. ს. ამიროვის სახელზე დანიშნული სტიპენდიის მისაღებად თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ხელმძღვანელობამ ქალაქის გამგეობას წარუდგინა კანდიდატთა სია: ილ. იოსავა, ვლადიმერ ძიმისტარიშვილი, ნიკოლოზ ხრამელაშვილი, ილია ნატროშვილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ექიმთა საზოგადოებამ აირჩია კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა სოფლის ექიმების დახმარების საშუალებები და კომისიის წევრს, მიხეილ ვესელოვზოროვს დაავალა აღეწერა, კავკასიაში ისტორიულად როგორ ვითარდებოდა ექიმთა დახმარების საკითხი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს საქართველოს ექსარხოსის განკარგულებით მთავარმართებლის საბჭოში სასულიერო წოდების წარმომადგენლად დაინიშნა დეკანოზი იოანე ვოსტორგოვი. იგი საბჭოს მიერ საერობო ხარჯების განხილვას უნდა დასწრებოდა მხოლოდ მაშინ, როცა საუბარი შეეხებოდა საეკლესიო-სამრევლო სკოლების დაარსებას ან მათ შესანახად ფულის გადადების საკითხს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ექიმთა საზოგადოების კომისიამ თბილისის გუბერნიის ექიმ თ. ც. ქიქოძეს მიანდო წესების შემუშავება, რაც სოფელში საექიმო დახმარების აღმოჩენაც გააადვილებდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის აგვისტოში მოსკოვში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათშვილის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილე აღნიშნეს.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წელს მანგლისის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა მ. გრინოვმა სასულიერო მთავრობას აცნობა, რომ მანგლისის მხარეს მომუშავე ხალხი ძველ მონასტერთა ნაშთებს აზიანებდა, აღვევდა, ზოგ ადგილას ბინად გადააკეთებდნენ ხოლმე. მღვდელი საგუბერნიო ადმინისტრაციას სთხოვს, მუშებს აუკრძალონ ძველი ნაშთების ნგრევა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქალაქ თბილისის გამგეობამ და კომისიამ დაასრულეს მსჯელობა სოლოლაკის მთაში გვირაბის გაყვანის შესახებ. კომისიის წევრმა არშაკ ბაბოვმა ითხოვა, გვირაბი კონცესიონერებისთვის 40-ის ნაცვლად 30 წლით გადაეცათ, მაგრამ გაერთიანებულმა კრებამ ეს რჩევა არ მიიღო.

