რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წელს გერმანიიდან საქართველოს დასათვალიერებლად ჩამოვიდნენ მაქს ბუდინი, ფელიქს ლიტერმანი და არტურ გილკა.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წელს თბილისში გარდაიცვალა ქალაქის საბჭოს ხმოსანი გაბრიელ ზურაბის ძე მირზოიანი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქალაქის გამგეობის წევრმა ნ. პ. კოკჩაევმა და საბჭოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე არშაკ ბაბოვმა გ. კანდაროვის პურის საცხობი დაათვალიერეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქ თბილისის სასანიტარო ისპექტორის ავადმყოფობის გამო მის მოვალეობას ასრულებდა ექიმი თარხანოვი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ფოთში კონდრატე ინასარიძის თავმჯდომარეობით შექმნილმა უძრავი მამულების შემფასებელმა კომისიამ ფოთის მამულები შეაფასა.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წელს ქუთაისის საბჭოს ხმოსანმა სოლომონ იოსების ძე წერეთელმა მოხსენება შეიტანა ქალაქის გამგეობაში, ურჩევდა, სახელმწიფოს ქუთაისიდან რიონის სადგურამდე საღორიის ტყეში ელექტრონული ტრამვაისათვის რკინიგზის ლიანდაგი გაეყვანა, რითიც ქალაქს დაეხმარებოდნენ. რკინიგზა საღორიაში მამულების ფასს გაზრდიდა. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გზას ვერ გაიყვანდა, ს. წერეთელი საკონცესიოთ საქმის მისთვვის გადაცემას ითხოვდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში, კეთილშობილთა საკრებულოს დარბაზში, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის ხელმძღვანელობით გაიმართა 28-ე ქართული საღამო მოსკოვის უმაღლესი სასწავლებლის ქართველ მოსწავლეთა დასახმარებლად.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქ ქუთაისის გამგეობის წევრებად არჩეული ვლადიმერ ალშიბაია და ვლადიმერ კანდელაკი დასამტკიცებლად გუბერნატორს წარუდგინეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის საქმეთა საგუბერნიო საკრებულომ კანონიერად ცნო ხმოსანთა არჩევნები; ხმოსნებიდან გამორიცხა მიხეილ ბლეტკინი, რომელმაც თანაბარი რაოდენობით კენჭები მიიღო, ასევე კ. ს. სარქისოვი, რომელსაც კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, თხოვნის თანახმად – გრიგოლ დიასამიძეც. მათ მაგივრად კანდიდატებად წამოაყენეს ვ. ს. სარაჯიშვილი, ფ. გეინი და ნიკიტა გრიქუროვი.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წელს მღვდელმა დიომიდე ხონელიძემ ახლად აშენებული ნაჩხეტაურის წმ. გიორგის ეკლესიისათვის თანხით დახმარების გამო გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა ამიერკავკასიის რკინიგზის მეოთხე განყოფილების უფროსს, გიორგი თუმანოვს, მიხეილ ეფრემოვს, ვასილ კიკნაძესა და მელქისედეკ კიკნაძეს.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წელს კახეთიდან თბილისში დაბრუნდა ჰანრი ლამარკი, რომელმაც უმჯობესად მიიჩნია კახეთის რკინიგზის გაყვანა თიანეთის მხრიდან.
1902
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1902 წელს ქუთაისის სახალხო თეატრის შენობის გასამაგრებლად სოლომონ ლეონიძის მიერ დატოვებული 500 მანეთი ეკატერინე ნიკოლაძეს გადასცა ს. ლეონიძის შვილმა, მარგალიტა ლეონიძემ.

