რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1902
ტიპი: ორგანიზაცია
თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1902 წელს შეიქმნა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტია.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს პარიზში მოღვაწე თედო სახოკიამ, არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა გაზეთის „საქართველო“ ბეჭდვა დაიწყეს. ამ საქმისათვის დაქირავებული ცნობილი ასოთჩამომსხმელის მიერ დამზადებულ შრიფტს შემდგომში „პარიზის“ შრიფტი დაერქვა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს გიორგი დეკანოზიშვილი იყო პარიზში გამოსული არალეგალური გაზეთის „საქართველო“ გამოცემის ტექნიკური შემსრულებელი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს არჩილ ჯორჯაძე იყო პარიზში გამოსული არალეგალური გაზეთის „საქართველო“ სარედაქციო საქმეთა ხელმძღვანელი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ლავრენტი დავითის ძე აგლაძე თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშნა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდლად დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს გიროგი დეკანოზიშვილი და არჩილ ჯორჯაძე პარიზში ჩავიდნენ არალეგალური გაზეთის „საქართველო“ გამოსაცემად. იქ მათ თედო სახოკია შეუერთდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიას არალეგალურმა ორგანომ გაზეთ „საქართველოს“ დასაბეჭდად პარიზში გაგზავნა გიორგი დეკანოზიშვილი და არჩილ ჯორჯაძე, პირველი, როგორც გაზეთის გამოცემის ტექნიკური შემსრულბელი, მეორე კი − სარედაქციო საქმეების ხელმძღვანელი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს პარიზში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში, მან და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს არარლეგალური გაზეთის, „საქართველოს“ ბეჭდვა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს პარიზში მოღვაწე თედო სახოკიამ, არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა გაზეთის „საქართველო“ ბეჭდვა დაიწყეს. ასოების ჩამოსხმა მათ ერთ ცნობილ ასოთჩამომსხმელს დაუკვეთეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თედო სახოკიამ, არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა ცნობილ ასოთჩამომსხმელს დაავალეს ქართული შრიფტის ჩამოსხმა, რომელიც ეკონომიურობითა და ჩამტეობით გამოირჩეოდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თედო სახოკიამ, არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა ცნობილ ასოთჩამომსხმელს დაავალეს ქართული შრიფტის ჩამოსხმა, რომელიც სილმაზით გამოირჩეოდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში იქ მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე რაღაც ხნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს სამსონ ფირცხალავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნად აირჩიეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს სამეურნეო საზოგადოების საბჭომ განიხილა პურის ვაჭრობის მოწესრიგების საკითხი, რისთვისაც შექმნეს კომისია, რომლის წევრები იყვნენ: აბგარ ა. იოანესიანი, ალექსანდრე თომას ძე ფრიდონოვი, გრიგოლ გ. ადელხანოვი, ივანე ალექსანდრეს ძე თაიროვი.

