რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების საბჭომ მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონებათა მინისტრის, ა. ს. ერმოლოვის თბილისში ყოფნის დროს გადაწყვიტა, საზოგადოების კრება დაენიშნათ და მინისტრი მიეწვიათ.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წელს დიდი ჯიხაიშის ქსენონის კომიტეტმა თხოვნით მიმართა გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქციას, მადლობა გადაეხადათ ქსენონის შენობის ასაგებად თანხის შემომწირველებისთვის, ესენი იყვნენ: პავლე დიანოსის ძე დგვეფაძე, დავით თევდორეს ძე ლეჟავა, იაკობ ბეჟანის ძე ჩხიკვაძე და ივანე დავითის ძე კაკაბაძე – 2-2 მან., ლაზარე თადეოზის ძე სანაძე და ექვთიმე მაქსიმეს ძე ბექაია – 3-3 მან.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს ქუთაისის ოლქის სასამართლომ პორფირე ლოლუა დამნაშავედ სცნო ივანე ბესარიონის ძე გაბუნიას მკვლელობის გამო და გადაწყვიტა, ჩამოერთმია ყველა განსაკუთრებული უფლება-უპირატესობა. პ. ლოლუა პატიმართა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნეს წელიწად-ნახევრით.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ყრუ-მუნჯთა სამზრუნველო განყოფილებამ მოძებნა ადგილი სკოლის გასახსნელად. სკოლის გამგედ დაინიშნა რაუტი, მასწავლებლად – მინასიანცი. სამზრუნველო განყოფილებას გადაწყვეტილი ჰქონდა მხოლოდ 6 ყრუ-მუნჯი ბავშვის მიღება, მაგრამ დიდი მოთხოვნის გამო ეს რიცხვი 12-მდე გაზარდეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი კრილოვის იგავ-არაკების გამოცემის უფლება მოიპოვა.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს პორფირე ლოლუამ ქუთაისის ოლქის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა თბილისის სამოსამართლო პალატაში, რომელმაც საქმე იმავე წლის 19 სექტემბერს განიხილა. სასამართლომ პ. ლოლუა დამნაშავედ ცნო და ოლქის სასამართლოს განაჩენი დაამტკიცა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს სოფ. ქვედა შხეფის მოსახლეობამ გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა ალექსანდრე კვირკველიას, დავით და ივანე ხოფერიებს მთავარანგელოზის ახალი ეკლესიის აშენებაში დახმარებისთვის.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს გამართული ამიერკავკასიის სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე ფარმაცევტთა ამხანაგობის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო სპირიდონ იოსების ძე ვაწაძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს იუსტიციის მინისტრი მურავიოვი თბილისსა და ქუთაისში ჩავიდა სასამართლო დაწესებულებების შენობების დასათვალიერებლად.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ვ. მ. თამამშევისამ თბილისს 1 000 თუმანი შესწირა, ამ თანხით მისი გარდაცვლილი შვილის, ი. გ. თამამშევის სახელზე პეტერბურგის უნივერსიტეტში დაინიშნა სტიპენდია ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად. სტიპენდია უნდა მიეღო უნივერსიტეტის იურიდიული განყოფილების თბილისელ მოსწავლეს სარწმუნოებისა და ეროვნების განურჩევლად. მას ირჩევდა ქალაქი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ამიერკავკასიის სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე ფარმაცევტთა ამხანაგობის საბჭომ ამხანაგობის საქმეთა გამგეს, ილია ალხაზიშვილს დაავალა, ორგანიზაციისათვის ახალი წევრების მოსაძიებლად შემოევლო ამიერკავკასიის კუთხეები.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ამიერკავკასიის სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე ფარმაცევტთა ამხანაგობის საბჭოს სხდომას დაესწრნენ საბჭოს წევრები: ს. დ. დიასამიძისა, სვიმონ რევაზის ძე ვახვახიშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი, დ. დ. ჯმუხაძე, სიმონ ილარიონის ძე ფორაქიშვილი, პროვიზორი მიხეილ ივანეს ძე შნეიდერი.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წელს კომერციული ბანკის გამგემ, კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვმა უარი განაცხადა ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობაზე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თბილისის სახელოსნო სასწავლებელში განიხილეს სასწავლებლის კურსდამთავრებულთა სამუშაო. შესაფასებლად მიწვეული იყვნენ საოლქო ინსპექტორი ალექსანდრე სლოვინსკი, თბილისის გუბერნიის საერო სკოლათა ინსპექტორი ვ. ნ. პავლოვი, ქალაქისთავის მოადგილე, სკოლათა გამგე-კომისიის თავმჯდომარე და სხვა წევრები.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს პროფესორმა ალექსანდრე ხახანაშვილმა და ბარონმა დე-ბაიმ გადაწყვიტეს, მომავალი წლის მაისში ლაზეთში არეეოლოგიური კვლევა ჩაეტარებინათ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ბათუმში იოსებ ჯუღაშვილის მეთაურობით მუშებსა და ჯარს შორის შეტაკება მოხდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს დიღმელი იაკობ ჯაბადარ-კოლოტაურის შვილმა, ოლღა ჯაბადარ-კოლოტაურისამ, დაღესტანში ორი წლის განმავლობაში შეისწავლა ხალიჩა-ფარდაგების ქსოვა და აპირებდა დიღომში გაეხსნა სასწავლებელი, რისთვისაც ითხოვდა ყურადღებას და შემწეობას.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში სერგო ავალიანის საქმე გადაიდო სასამართლოში მოწმის, დ. კვიტაშვილის გამოუცხადებლობის გამო. მისი ჩვენება მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ სასამართლომ კვიტაშვილი დააჯარიმა და დაადგინა, მისი ძალით ჩამოყვანა საქმის განხილვის დროს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქუთაისის გამგეობამ თეატრის ელექტრონით განათება გადაწყვიტა. ამისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებდა მიტროფანე ლაღიძესთან, რომელსაც თავისი ყინულის ქარხანა და მაღაზია ელექტრონით ჰქონდა განათებული. ქარხანა თეატრთან ძალიან ახლოს იყო, ამიტომ ელექტრონის მავთულების გაბმა დიდ ხარჯს არ მოითხოვდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს გაზეთმა „ცნობის ფურცელმა“ ფოთიდან 2 მანეთი მიიღო განსვენებული ავქსენტი ცაგარლის ფონდისათვის. ფული შესწირეს კონსტანტინე ბეჟანის ძე თელიამ და ავქსენტი თომას ძე ჩაჩავამ.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის პირველი ვაჟთა გიმნაზიის საღვთო რჯულის დამსახურებულმა მასწავლებელმა, დეკანოზმა მიხეილ ხელაძემ ასაკის გამო მუშაობას თავი დაანება. მის მაგივრად გადმოიყვანეს ერევნის გიმნაზიის მასწავლებელი, დეკანოზი ჯითოევი.

