საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87804

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში ალექსანდრე შიმკევიჩს დაევალა გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორისთვის.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ზაქარია ლვოვის ძე მორახოვეცი ერევნის სამხარეო უფროსის დამხმარე იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს რობერტ ფიოდორის ძე ბინემანი ალექსანდროპოლის მაზრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში იოსებ მაისურაძე მთავრობის განკარგულებით გორის სამაზრო მმართველობის კანცელარიის მოხელედ დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 თებერვალს ოზურგეთში გამართულ გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავალის“ მორიგ კრებაზე ითქვა, რომ საზოგადოების ნაწილი ეჭვით უყურებდა ამხანაგობის საქმეებს. „შუამავალის“ მმართველის, კონსტანტინე თავართქილაძის განცხადებით, იგი მზად იყო, ეჭვების გასაქარწყლებლად სამი კაცი აერჩიათ, რომლებიც მის მუშაობას გააკონტროლებდნენ. მათგან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო აღებ-მიცემობის საქმის მცოდნე და ვაჭრობაშიც გამოცდილი ფილიპე გოგიჩაიშვილი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 26 იანვარს ბორჯომის ერთ-ერთ ეკლესიაში სერგეი დავითაშვილმა გაბრიელ ეპისკოსის სულის მოსახსენიებლად ქართულ ენაზე წირვა აღასრულა და პანაშვიდი გადაიხადა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით გიორგი ჟურული ქართული ენის ცენზორის თანამდებობაზე დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით ტატიშჩევი სახელმწიფო საბჭოს წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს ფ. მხეიძე იყო თავადი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში თბილისის მესამე გიმნაზიის დირექტორად ა. კოზიულკინი დაინიშნა.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს დავით ზაქარიას ძე ბარათაშვილი იყო თავადი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 მაისს დ. ზ. მელიქოვმა ქალაქის გამგეობაში შეიტანა განაცხადი, რომელშიც წერდა, რომ აღარ სურს ქალაქის საბჭოს ხმოსნობა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 მაისს ფოთის საქალაქო ბაღში ქალთა სასწავლებლის დასახმარებლად „ლატარია-ალეგრი“ გაიმართა. შემომწირველებს შორის იყვნენ ვასილ რცხილაძე და ანდრია ღულაძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში ნ. რ. ერისთავიშვილმა და მისმა მეუღლემ ქართული თეატრის დასახმარებლად ათი თუმანი გაიღეს და საზოგადოების სამუდამო წევრები გახდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 თებერვლისთვის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ თბილისის კლუბის დარბაზში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა უნდა მიეღოთ აკაკი წერეთელს, ვასილ ველიჩკოსა და სხვ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ივანე მიხეილის ძე იურჩენკო ქუთაისის მაზრის უფროსი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ნიკოლოზ იოსების ძე ბაქრაძე იყო მსაჯული.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში დავით გრიგოლის ძე ერისთავი ოზურგეთის მაზრაში მსაჯულად მუშაობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ივანე სიმონის ძე მაჭავარიანი შორაპნის მაზრის მსაჯული იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ალექსანდრე მათეს ძე თავდგირიძე აკეთის მაზრაში მსაჯულად მუშაობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ლევან ნიკოლოზის ძე ქორქიევი გურიის მაზრის უფროსი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით ოზურგეთის მაზრის უფროსი პოლკოვნიკი ეგოროვი ბათუმის პოლიცმაისტერად დაინიშნა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ფიოდორ დამიანეს ძე მაქსიანოვიჩი ქუთაისის მაზრის უფროსის დამხმარე იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელი ოზურგეთის პოლიციის კომისარი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ლუდვიგ ივანეს ძე ლემერმანი გურია-ქუთაისის მაზრის მოსამართლე იყო.