რეგისტრირებული ფაქტები87802
სორტირება თარიღი მზარდობით
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 1-ელი სექტემბრიდან 1906 წლის 1-ელ სექტემბრამდე ეფემია გიორგიევი ყაზბეგის სახელობის სკოლაში მსახურობდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
მიხეილ ოგანესის ძე შალამიანცი დაიბადა 1902 წლის 5 სექტემბერს ქ. თბილისში.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 5 სექტემბერს სეით იაშვილმა სამსახური დაიწყო თბილისის ქართულ გიმნაზიაში.
1902
ტიპი: გარდაცვალება
გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი გარდაიცვალა 1902 წლის 15 სექტემბერს გორის მაზრის სოფელ ალში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 15 სექტემბერს ბათუმში, რკინის თეატრში", წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის კომედია „ჭკუისა მჭირს".
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 17 სექტემბერს ნიკოლოზის ხიდზე მიმავალმა საზოგადოებამ დაიჭირა ვაჟთა გიმნაზიის 14 წლის მოსწავლე, ვაჭარ გეცოვის შვილი, რომელიც მტკვარში თავის დახრჩობას აპირებდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 18 სექტემბერს კახეთის მოედანზე ბეითალ ვარშამოვის სახლს გაუჩნდა ცეცხლი, ორსართულიანი სახლი დაიწვა და ვარშამოვს დაახლოებით 20 000 მანეთის ზარალი მიადგა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 19 სექტემბერს ეპისკოპოსი კირიონი ბაქო-ბალაჯარის გზით გაემგზავრა რუსეთში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 სექტემბერს ქალაქის საჭოს დარბაზში გაიმართა ქალაქის მედუქნეებისა და მეტრაქტირეების კრება. უნდა აერჩიათ სააქციზო გადასახადების გადამწერები. კრების თავმჯდომარე იყო ნ. პ. კოკჩაევი.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 19 სექტემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა სენაკის მაზრის სოფ. ვედითკარის მცხოვრებ პორფირე ლოლუას საქმე, რომელსაც მეზობლის, ივანე ბესარიონის ძის გაბუნიას მოკვლა ბრალდებოდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 20 სექტემბერს 50 წელი შესრულდა ივანე გივის ძე ამილახვრისათვის ოფიცრის ჩინის ბოძებიდან.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 21 სექტემბერს დაასაფლავეს ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზი გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი, დასაფლავებას დაესწრო იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე და ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 სექტემბერს ქუთაისში ფერმის მახლობლად გადაიწვა გლეხ ნესტორ იამანიძის სახლი. ხატთან დანთებული სანთელი ტანისაცმელში ჩავარდა და ხანძარი ასე გაჩნდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 სექტემბერს დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძის თავმჯდომარებით გაიმართა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრთა კრება, რომელზეც განიხილეს ქუთაისის სამეურნეო სასწავლებლის საკითხი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 სექტემბერს განჯის საკრებულოს ტაძარში გადაიხადეს ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 სექტემბერს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიხადეს ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 სექტემბერს ფოთის საკათედრო ტაძარში გადაიხადეს ქალაქის საბჭოს ხმოსნად ნამყოფი ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზის, გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილის სულის მოსახსენებელი წირვა და პანაშვიდი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 სექტემბერს კუკიის მთავარმმართებელთა სასაფლაოზე წირვის შემდეგ გადაიხადეს ამიერკავკასიის რკინიგზათა კონტროლიორის თანაშემწის, დიმიტრი ალექსანდრეს ძე გედევანოვის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 სექტემბერს ნავთლუხში თბილისელი ვაჭრის, სოლომონ არუშანოვის მსახურმა დაკლა 2 ძროხა. როგორც გაირკვა, საქონელი გ. გალუსტინოვის ყანების ყარაულმა მორეკა და დასაკლავად და გასაყიდად გადასცა. პოლიციამ ვაჭარს დაკლული საქონელი ჩამოართვა და მსახური დააკავა, ხორცი კი ავლაბარში მცხოვრებ ღარიბებს დაურიგეს.

