საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87783

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებამ საზოგადოების საპატიო წევრებად მიიღო ლევან, პეტრე, სტეფანე და იაკობ ზუბალაშვილები.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს მარიამ დემურიასი და ი. ს. სტანიშევსკი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე ქართული სექციის წევრებად აირჩიეს მარიამ დემურიასი, ალექსანდრე სოლოღაშვილი, ნიკოლოზ გოცირიძე, იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე, კონსტანტინე ხახანაშვილი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს ს. გ. კაპანაკოვი, ე. ფ. არვანიტაკისა და ალექსანდრე თხორჟეევსკი.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე სომხური სექციის წევრებად აირჩიეს: ნიკოლოზ ვ. აბრამიანი, ს. გ. ტერ-მინასოვი, ს. გ. კაპანაკოვი და ზ. დ. მამულოვი.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე რუსული სექციის წევრებად აირჩიეს ე. დ. არვანიტაკი, ვ. პ. კუზანოვი, ალექსანდრა თხორჟევსკისა, ე. ნ. ჩალენკოვისა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატის სესია სენატორ ვრასკის თავმჯდომარეობით ყარსში გაემგზავრა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 23 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, რომ, როგორც მომრიგებელი მოსამართლე, 11 დეკემბერს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომას დასწრებოდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 24 ნოემბერს თბილისის საბჭოს სხდომაზე დაასახელეს თბილისის მოურავობის კანდიდატები: კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი, ალექსანდრე მიხეილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი და ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე მიქელაძე, ასევე ბაქოს მოურავი ნოვიკოვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 24 ნოემბერს ტარას ძიგრაშვილი მღვდლად ეკურთხა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსის თანაშემწე ი. ა. ნოვიცკის კოლეგებმა ორმოცწლიანი მუშაობის სტაჟი მიულოცეს და სადილი გაუმართეს.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 24 ნოემბერს თბილისში, ხოჯევანქის სასაფლაოზე, დაასაფლავეს მ. ი. ბეგთაბეგოვისა. გარდაცვლილის სახელზე ვანქის ეკლესიაში წირვა გადაიხადა კათალიკოსმა მკირტიჩ 1-მა.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 24 ნოემბერს თბილისში, ხოჯევანქის სასაფლაოზე, დაასაფლავეს მ. ი. ბეგთაბეგოვისა, რომელიც იყო თბილისში ცნობილი სოვდაგრის, ივანე ჩითახოვის შვილი.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლის 25 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის მოურავის მოადგილის, გრიგოლ ივანეს ძე გველესიანის თავმჯდომარეობით გაიმართა საბჭოს კრება.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 26 ნოემბერს ქალაქის მოურავის მოადგილემ ქალაქის საქმეთა საგუბერნიო საკრებულოს საბჭოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე წარუდგინა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 27 ნოემბერს სამების ეკლესიაში წირვის შემდეგ გადაიხადეს მიხეილ ივანეს ძე გაბაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 27 ნოემბერს ქართულ თეატრში გაიმართა კონსტანტინე მესხის ბენეფისი. მან წარმოადგინა ახალი პიესა „კოვერლეის მკვლელობა", რომელშიც მონაწილეობდა ეფემია მესხი.

1902

ტიპი: გარდაცვალება

გენერალ-მაიორი ბიძინა ჩოლოყაშვილი 1902 წლის 28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, გარდაიცვალა.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 28 ნოემბერს მადათოვის კუნძულზე მდებარე სავაჭრო საქონლის მაღაზიის მეპატრონემ, ივანე ფარსაგოვმა პოლიციის მე-9 ნაწილში განაცხადა, რომ მისი მაღაზიიდან მოსამსახურე მიხეილ ნამორაძემ სხვადასხვა დროს 200 მანეთამდე ღირებულების საქონელი გაიტანა და მჭედლების ქუჩაზე მოვაჭრე წყალობა ყაზაროვს მიჰყიდა. პოლიციამ ნამორაძე და ყაზაროვი დააპატიმრა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 28 ნოემბერს ქართული დრამატული დასმა დადგა სპექტაკლი ეფემია მესხის მონაწილეობით.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 29 ნოემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს საქმისმწარმოებელ სერგო ავალიანს ბრალად ედებოდა ჯარში გაწვეულ პირთაგან ქრთამის აღება და სამხედრო ბეგარისგან გათავისუფლება. სასამართლომ ავალიანი დამნაშავედ ცნო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 ნოემბერს გამართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო პეტრე გრუზინსკი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე ახლად გარდაცვლილი საპატიო წევრის, სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის, ივანე ტიხეევის ხსოვნას პატივი მიაგეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 29 ნოემბერს სამეურნეო საჭიროებათა კომიტეტის პირველი სექციის შემდეგ დაინიშნა კრება, რომელზეც განიხილეს ვლადიმერ სტაროსელსკის მოხსენება გლეხთა მეურნეობის შესახებ.