რეგისტრირებული ფაქტები87769
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ კომისიაში სასულიერო პირთაგან დაასახელა დეკანოზი, პროფესორი კორნელი კეკელიძე, დეკანოზი იასონ კაპანაძე და კალისტრატე ცინცაძე, რომლებიც კრებამ აირჩია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საერთო თხოვნით გადაწყდა, რომ მომდევნო კრების თავმჯდომარე იქნებოდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში გამართული მორწმუნეთა კრების თავმჯდომარე იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მისი უწმინდესობის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს წინადადებით შედგა მორწმუნეთა კრება.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძე იყო მღვდელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული სამუსიკო საზოგადოება აპირებდა კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის თხზულებათა შეკრებას და გამოცემას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული სამუსიკო საზოგადოება სთხოვდა ყველა იმ პირთ, ვისაც მოეპოვებოდა განსვენებული კომპოზიტორის, ნიკო (კიკო) სულხანიშვილის საერო თუ ეკლესიური ნაწარმოებები, მიეტანათ საზოგადოებაში მისამართზე: პეტრე დიდის ქუჩა N 8.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს კ. ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის კრებაზე საგანგებო სხდომა ქართული კონსერვატორიის დაარსებასთან დაკავშირებით დაინიშნა 18 იანვარს 12 საათზე ქართული სამუსიკო საზოგადოების სკოლაში, პეტრე დიდის ქუჩა N 8.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 იანვარს კ. ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის კრება, რომელმაც დაადგინა, რომ განათლების სამინისტროსა და კულტურის დაწესებულებათა წარმომადგენლებთან ერთად გამართულიყო თათბირი ქართული კონსერვატორიის დაარსების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს, 12 საათზე, სიონის საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე თბილისის სამღვდელოების მონაწილეობით ლიტანიით გაემართებოდა თავისუფლების მოედანზე, სადაც გადაიხდიდა საზეიმო პარაკლისს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის დაევალებინათ შემდეგი საკითხები: იმ მოხელეებს, რომლებიც 9 დეკემბრის დეკრეტის თანახმად შტატგარეშე დარჩებოდნენ, ნოემბერ-დეკემბრის ხელფასები მიეცათ ნოემბრამდე არსებული ნორმით; მოხელეთა სრული ლიკვიდაცია მომხდარიყო არაუგვიანეს 1920 წლის იანვრისა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ დაადგინა, რომ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მიერ განსაზღვრულ ზომამდე გაზრდილიყო დაწესებული სასინჯო გადასახადი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს თბილისში ჩამოვიდა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს მთავრობის სასახლეში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა სომხეთის საზოგადო მოღვაწე და მწერალი ოვანეს თუმანიანი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო ბათუმის ქართველ მუსულმანთა და ქართველ ქრისტიანთა ეროვნული საბჭოსგან.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მემედ-ბეგ აბაშიძე იყო სამუსულმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მეჯლისის თავმჯდომარე.

