რეგისტრირებული ფაქტები87769
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ მარმა, პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტის სტუდენტმა, უნივერსიტეტის საბჭოს წარუდგინა თხზულება, რომელსაც ვერცხლის მედალი მიაკუთვნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა თელავში, ალექსანდრე მერაბოვის მაღაზიაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 თებერვალს თბილისის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეებს შეხვდა ეგზარქოსი პალადი. მან მოინახულა სასწავლებლის სასადილო ოთახი, წიგნ-საკაზმავი ოთახი და ბიბლიოთეკა. ეგზარქოსმა წიგნების შესაძენად სასწავლებლის ბიბლიოთეკას გარკვეული თანხა შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართული სათეატრო კომიტეტის გადაწყვეტილებით უნდა წარმოედგინათ შექსპირის ტრაგედია „ოტელო“, რომელიც ინგლისურიდან ივანე მაჩაბელმა თარგმნა. სპექტაკლში მთავარ როლს კოტე მესხი შეასრულებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 თებერვალს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ტაძარში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ეგზარქოსმა პალადიმ წირვა აღავლინა, იგალობეს როგორც რუსულად, ასევე ქართულ ენაზე.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ანდრია ივანეს ძე დეიჩმანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების საბჭოს წევრი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებისთვის საზოგადოების მდივან ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკის წარუდგენია ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მიერ გამოცემული 732 ბროშურა უფასოდ იქნა დარიგებული.

