რეგისტრირებული ფაქტები87769
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მსურველებს შეეძლოთ სასოფლო-სამეურნეო და საყვავილე თესლების შეძენა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების საბჭოს წევრ ანდრია ივანეს ძე დეიჩმანთან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ კონფედერაციის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელი ვალერიან ჯუღელი ადრე საოლქო ცენტრების კრებებზე ნოე რამიშვილს მოღალატედ მიიჩნევდა საქართველოს ეროვნული საბჭოს პოპულარიზაციის გამო.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებამ ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაის მამულში „Лачино“ განათავსა ხუტორი, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს ჩაუტარდებოდათ პრაქტიკული მეცადინეობები სოფლის მეურნეობის დარგში.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაის მამულის „Лачино“ არენდატორი იყო გუსტავ ივანეს ძე ფივეგი.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაის ეკუთვნოდა მამული „Лачино“, რომელიც თბილისიდან 17 ვერსტზე მდებარეობდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას განუხილავს სიტოვსკის პროექტი მამულში „Лачино“ განთავსებული სასწავლებლის სამიწათმოქმედო სკოლად გარდაქმნის შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 თებერვალს გატეხეს არუთინ სარქისოვის მაღაზია, საიდანაც გაიტანეს 141 მანეთის ტანსაცმელი.
1864
ტიპი: ღონისძიება
1864 წელს კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების მიერ გუსტავ ივანეს ძე ფივეგთან გაფორმებული მოლაპარაკების თანახმად, მამულ „Лачино“-ს ტერიტორიაზე განთავსებულ სასწავლებელში მიიღებოდნენ მცირეწლოვანი მოწაფეებიც, რომელთა შენახვის ხარჯები ფივეგს უნდა ეკისრა.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მაკარ ორბელიანს სახლი ჰქონდა გოლოვინის პროსპექტზე.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს ალექსანდრ ფონ კუჩენბახის მიერ გახსნილი შვეიცარიული ყველის მწარმოებელი საწარმო თბილისს ამარაგებდა მაღალი ხარისხის ყველითა და კარაქით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებისთვის საზოგადოების მდივან ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკის წარუდგენია ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას გაუცია 68 წერილობითი რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა სოფლის მეურნეობის საკითხებს.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს პრუსიის იმპერიის ქვეშევრდომ ალექსანდრ ფონ კუჩენბახს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვისგან სესხის სახით მიუღია 21000 მანეთი საქართველოში შვეიცარიული ყველის საწარმოს გასახსნელად.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს პრუსიის იმპერიის ქვეშევრდომ ალექსანდრ ფონ კუჩენბახს, თბილისიდან 100 ვერსტის მანძილზე გაუხსნია დაწესებულება, სადაც შვეიცარიულ ყველს ამზადებდნენ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებამ ალექსანდრ ფონ კუჩენბახს დაავალა შვეიცარიიდან ჩამოყვანილი საქონლის მეთვალყურეობა და შემდგომი გამრავლება.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის განკარგულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას მიუღია 4806 მანეთი, შვეიცარიელებისგან 10 ძროხისა და 3 ხარის შესაძენად.
1864
ტიპი: ღონისძიება
1864 წელს კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების მიერ გუსტავ ივანეს ძე ფივეგთან გაფორმებული მოლაპარაკების თანახმად, ფივეგი ათი წლის განმავლობაში მიიღებდა წელიწადში 5000 მანეთს ადგილობრივი ახალგაზრდების სწავლებისა და შენახვის საფასურად.
1864
ტიპი: ღონისძიება
1864 წელს კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების მიერ გუსტავ ივანეს ძე ფივეგთან გაფორმებული მოლაპარაკების თანახმად, ფივეგი ვალდებული იყო ათი წლის განმავლობაში მიეყიდა ან უსასყიდლოდ გადაეცა საზოგადოებისათვის ხეხილისა და ყურძნის ჯიშები, ასევე კენკრის ბუჩქები.
1864
ტიპი: ღონისძიება
1864 წელს კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების მიერ გუსტავ ივანეს ძე ფივეგთან გაფორმებული მოლაპარაკების თანახმად, ფივეგს ათი წლის განმავლობაში უნდა ესწავლებინა ადგილობრივი ახალგაზრდობისთვის სოფლის მეურნეობის სხვდასხვა დარგი.
1864
ტიპი: ღონისძიება
1864 წელს კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებამ გადაწყვიტა ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაის თბილისთან განლაგებულ მამულში სასწავლო დაწესებულების განთავსება და ამ საკითხთან დაკავშირებით მოელაპარაკა მამულის არენდატორ გუსტავ ივანეს ძე ფივეგს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენებზე საუკეთესოდ აღიარებული ნივთების მწარმოებლებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით აჯილდოვებდა კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვისგან გამოითხოვდა ნებართვას გამოფენების ჩასატარებლად.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ გაზეთის „Пахарь“ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა აგრონომი გეევსკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების მიერ გამოცემული „Записки общества“ 1955 წლიდან გამოდიოდა საზოგადოების მდივან ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკის რედაქტორობით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებისთვის საზოგადოების მდივან ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკის წარუდგენია ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების კანცელარიაში მისული 1811 პირს გაუწიეს კონსულტაცია სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით.

