რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი მზარდობით
1858
ტიპი: ღონისძიება
ანა ლისტერის ტექსტებით შთაგონებული ალექსანდრე დიუმა 1858 წელს კავკასიისკენ გამოეშურა და აქ ორწლიანი მოგზაურობის შესახებ წიგნი გამოსცა.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილმა სტავროპოლის სემინარია დაამთავრა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1858
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1858 წლის 16 იანვარს პეტერბურგის უნივერსიტეტმა დააკმაყოფილა ილია ჭავჭავაძის თხოვნა ლექციებზე დასწრების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.
1858
ტიპი: გარდაცვალება
1858 წლის 29 იანვარს წედისის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი დავით სვიმონის ძე მაისურაძე გარდაიცვალა.
1858
ტიპი: გარდაცვალება
1858 წლის 30 იანვარს ღადიშის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იოანე გრიგოლის ძე სამარგულიანი გარდაიცვალა.
1858
ტიპი: გარდაცვალება
1858 წლის 2 თებერვალს აგარის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იასე ტერენტის ძე კანდელაკი გარდაიცვალა.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წლის პირველ მარტს პოდოლსკის ეპისკოპოსი ევსევი აირჩიეს წმინდა სინოდის წევრად.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წლის პირველ მარტს პოდოლსკის ეპისკოპოსი ევსევი დაინიშნა საქართველოს ქართლ-კახეთის მთავარეპისკოპოსად.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წლის პირველ მარტს პოდოლსკის ეპისკოპოსი ევსევი დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წლის პირველ მარტს მიტროპოლიტი ისიდორე კიევის მიტროპოლიის კათედრაზე გადაიყვანეს.
1858
ტიპი: ღონისძიება
1858 წლის 4 მარტს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება კავკასიის ხაზის კაზაკთა ახალი ბრიგადის ჩამოყალიბების შესახებ.
1858
ტიპი: ღონისძიება
1858 წლის პირველ აპრილს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება კავკასიის ტერიტორიაზე მოქმედი არტილერიის გარდაქმნის შესახებ.
1858
ტიპი: გარდაცვალება
1858 წლის 10 ივნისს სოფ. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი ეგნატე იესეს ძე ნიკურაძე გარდაიცვალა.
1858
ტიპი: გარდაცვალება
1858 წლის 14 ივნისს ღვანკითის წმ. სამების ეკლესი ის მღვდელი ანთიმოზ ვასილის ძე კროჭი გარდაიცვალა.
1858
ტიპი: გარდაცვალება
1858 წლის ივლისში გორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოანე სიმონის ძე აგლაძე გარდაიცვალა.
1858
ტიპი: ღონისძიება
1858 წლის 30 ივნისს რუსთა ჯარმა გენერალ ნიკოლოზ ივანეს ძე ევდოკიმოვის მეთაურობით შამილის რაზმები დაამარცხა ვარანდის ველზე.
1858
ტიპი: გარდაცვალება
1858 წლის აგვისტოში ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იოანე სიმონის ძე აგლაძე გარდაიცვალა.
1858
ტიპი: გარდაცვალება
1858 წლის აგვისტოში ამბროლაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იოანე სიმონის ძე აგლაძე გარდაიცვალა.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წლის 10 აგვისტოს დიდი მთავარი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე რომანოვი დაინიშნა თბილისის გრენადერთა პოლკის უფროსად.
1858
ტიპი: ღონისძიება
1858 წლის სექტემბერში დიდი მთავრები ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე და მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვები კავკასიაში ჩამოვიდნენ.

